ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღეღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 396 ადამიანს ჩაუტარდა, 122 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 132 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 29 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 6092 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 84, გამოჯანმრთელდა 4 002 ადამიანი.
კომენტარები