• რეკლამა
  • კონტაქტი
20:47, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოკუპანტებმა უკრაინიდან 400 000-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს” – ომის 33-ე დღე და ბოლო ცნობები უკრაინიდან

ალია ავტორი - ალია
12:07 03-28-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
163

გაეროს მონაცემებით, რუსეთის მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა. რუსულ ტყვიებს 140-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ომის 33 – ე ღამე უკრაინაში ისევ მძიმე იყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის სიგნალი დილამდე არ შეწყვეტილა

კიევთან ისევ შეტაკებებია –  ოკუპანტები პოზიციების გამაგრებას ცდილობენ, თუმცა უკრაინელები ერთი მეორეს მიყოლებით კიევის ოლქის დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებენ. ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი, რომელიც იბომბებოდა ირპენია, მაგრამ ის ახლა ოკუპანტებისგან თავისუფალია.

ლუცკში გასულ ღამეს რამდენიმე ფრთიაანი რაკეტა ისროლეს. რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ნავთობის საცავზე.

“ლუცკისკენ ფრთოსანი რაკეტა ბელორუსიიდან გამოუშვეს, დაბალ სიმაღლეზე მოფრინავდა და რადარებმა ვერ დააფიქსირეს, წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი არ არის”,- ამბობს ვოლინის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,იური პოგულიაიკო. 

ხარკოვში გუშინ ოკუპანტებმა მანქანაში ერთი ოჯახის 4 წევრი ჩაცხრილეს. მათ შორის ერთი ბავშვი. აქ ოკუპანტებმა ე.წ. ბურატინო სისტემები გამოიყენეს და დაბომბეს.

რთულია ვითარება მარიუპოლში, რომელიც 27 დღეა ოკუპანტების ალყაშია მოქცეული, მაგრამ რუსები მის აღებას ვერ ახერხებენ. გენშტაბის ცნობით, გუშინ უკრაინამ ყველა თავდასხმა მოიგერია, თუმცა ქალაქი კრემლის კონტროლის ქვეშ რჩება. ქალაქის 90% განადგურებულია. ქალაქში მოქალაქეებს ოკუპანტები იტაცებენ და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაჰყავთ. მარიუპოლი იყო მთავარი თემა დოჰას საერთაშორისო სამიტზე, სადაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ აუცილებელია მარიუპოლი ყურადღების ცენტრში იყოს.

უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქვეყნიდან ჯამში 400 000-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების სამხედრო მოქმედებებს წინსვლა არ ჰქონია. განადგურებულია რუსული არმიის 2 ტანკი, 4 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 2 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ფრთოსანი რაკეტა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved