ოკუპანტებმა სასმელი დალიეს, დათვრნენ და საკუთარი ტანკი წყალში ჩაძირეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
შტაბი ასევე ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ჩანს ჩაძირული ტანკი, ჯარისკაცის ჩაფხუტი და ნაპირზე ძვირადღირებული სასმლის ბოთლი.
როგორც ცნობილია, მასალა უკრაინის შტაბს “შავმა კაზაკებმა” მიაწოდეს.
“ოკუპანტმა აგრესორებმა სასმელი დალიეს, დათვრნენ და წარმოიდგინეს, რომ რუსული ხომალდის საჭესთან იყვნენ…აი შედეგიც”, – წერია ტექსტში.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
კომენტარები