ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე ცინვალის იზოლატორში სასტიკად ნაცემი და ნაწამებია. ის ხელისუფლებას ჩხიკვაძის დასახსნელად კონკრეტული გეგმის შემუშავებას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებს.
“მამუკა ჩხიკვაძე არის სასტიკად ნაცემი და ნაწამები, რაც მოსალოდნელი იყო სამწუხაროდ, თუმცა დადასტურებით ამაზე საუბარი გვიჭირდა, მაგრამ დღეს ეს ინფორმაცია უკვე მივიღეთ და შეგვიძლია ამის გაჟღერება. მე-4 დღეა, ხელისუფლება დუმს, ზუსტად იმიტომ, რომ მათ იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ დღის ბოლომდე ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, რომ გააჟღერონ კონკრეტული გეგმა, გვითხრან როდის დაიხსნიან, როდის გამოიყვანენ მამუკა ჩხიკვაძეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაანონსებთ აქციებს, რომელიც “ქოც” ხელისუფლებას და მის რუსულ ბოსებს ძალიან არ მოეწონებათ”, – თქვა დავით ქაცარავამ.
კომენტარები