საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით, ჩხიკვაძის მეგობრებმა გორში, ცენტრალურ მოედანზე აქცია მოაწყვეს.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ გაგვცეს პასუხი ხელისუფლებამ, რა ქმედითი ნაბიჯები იდგმება მის გასათავისუფლებლად. ძალიან ვწუხვარ, რომ ახალი წლის დღეებში აქ დგომა გვიწევს და ჩვენს თანამოქალაქეებს ჩვენს ქვეყნაში ასე ექცევიან. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ უკანონო პატიმრობაში“, – აცხადებს მამუკა ჩხიკვაძის მეგობარი გიორგი ჟამურელი.
ცენტრალური მოედნიდან შეკრებილებმა სუს-ის შიდა ქართლის დეპარტამენტთან გადაინაცვლეს.
საოკუპაციო რეჟიმმა მამუკა ჩხიკვაძე 10 დეკემბერს დააკავა და ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
კომენტარები