• რეკლამა
  • კონტაქტი
08:24, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოკუპანტები ეხლა ვალია ბებოს გატეხვას ცდილობენ, მას ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროება! – დავით ქაცარავა

ალია ავტორი - ალია
14:14 12-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა, ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ ვალია ბებოზე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
“დღეს ვალია ბებოსთან ვიყავით ჩასულები. ვინც არ იცის, ვალია ბებო, დათა პაპას მეუღლეა, იმ დათა პაპასი, რომელმაც თავისი ომი რუსებთან გამარჯვებით დაასრულა. რაში მდგომარეობს დათა პაპას გამარჯვება? 2008 წლის შემდეგ რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დათა პაპას და ვალია ბებოს მიეტოვებინა საკუთარი სახლი და გამოქცეულიყო საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში.. 
ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის მიუხედავად, დათა პაპა ბოლომდე დარჩა საკუთარ სახლში და მსოფლიოს გააცნო ხურვალეთი და ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემა, რასაც საქართველოს ოკუპაცია ჰქვია. 
დათა პაპას გარდაცვალების შემდეგ, ვალია ბებო უკანასკნელ მეციხოვნედ იქცა… სიკვდილის წინ დათა პაპამ უთხრა – არ წახვიდე აქედან, არ მიატოვო სახლი, ქართველები დაგეხმარებიან..ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. 
მას მერე ვალია ბებო ფაქტობრივად მარტო დარჩა. უკვე რამდენიმე თვეა, საოკუპაციო რეჟიმი მასთან აღარ უშვებს არც შვილს და არც შვილიშვილს…. 
ოკუპანტები ეხლა ვალია ბებოს გატეხვას ცდილობენ, დღეს ჩასულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც ვალია ბებოს პროდუქტს ვაწვდით, ორკებმა მოძრაობის დეტექტორები დააყენეს…
ვალია ბებოს მაინც არ ეშინია, მაგრამ მას ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროება! მეგობრებო! ჩადით მასთან ხშირად, მოინახულეთ, გაიზიარეთ მისი გასაჭირი და მისი ბრძოლის თანაზიარი გახდით!ძალა ერთობაშია! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!- წერს დავით ქაცარავა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved