• რეკლამა
  • კონტაქტი
00:38, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებულს ექსპერტიზა უტარდება

ალია ავტორი - ალია
10:50 01-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.

როგორც ვახტანგ რობაქიძემ ექსპერტიზაზე შესვლამდე განაცხადა, მოხდება დადგენა, თუ რა ტიპის დაზიანებები მიიღო ბაკურიანის პოლიციის განყოფილებაში.

„გუშინ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივეცი ჩვენება დაზიანებებთან დაკავშირებით. დაზიანება მაქვს ხელისა და მუცლის არეში. ეს მოხდა ერთი კვირის წინ. ახლა შევდივარ ექსპერტიზაზე. ექსპერტიზას მიტარებს ​სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. იმედია, გამოვლინდება ის დაზიანებები, რომელიც მომაყენეს ბაკურიანის განყოფილებაში. შევდივარ, რათა დადგინდეს ჩემი დაზიანება რაც მომაყენეს ჩემი დაკავების მომენტში. ერთმა ადამიანმა მომაყენა მუცლის არეში ხელით დაზიანება. მიმდინარეობს გამოძიება და აუცილებლად დავადგენთ იმ ადამიანის იდენტობას. შეურაცხყოფა ალკოტესტის ჩაბერვის გამო მომაყენა, ორჯერ ვცადე და არ გამომივიდა, ვერ შევავსე ის შკალა და ამის გამო გაღიზიანებულმა დამარტყა. პოლიციის განყოფილებაში ვიყავი და შესაბამისად, სამოქალაქო პირი ის ვერ იქნებოდა, მაგრამ სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული“, – განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ვახტანგ რობაქიძე წუხელ გამოიკითხა. როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა ვახტანგ რობაქიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პოლიციის განყოფილებაში მიღებული დაზიანებების შესახებ.

შემთხვევა 14 იანვარს ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად ვახშმობდა. შემთხვევის შედეგად შსს-მ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა), მეორე მუხლის გ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ მუქარა) და 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო გუშინ შეუფარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved