გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ბრალდებული არასრულწლოვნების განაჩენის გამოცხადების მოლოდინშია. მოკლული ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე კანონის წინაშე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ოჯახის მთავარ ინტერესს ის ხუთი პირი წარმოადგენს, რომელსაც გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება.
“ოჯახის პოზიცია, როგორც ამ საქმის საწყის ეტაპზე, იგივეა და ის ითხოვს დამნაშავეების დასჯას. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე ამ ტრაგედიაში არის უშუალოდ მკვლელობის ნაწილი, თუმცა, ის ნაწილი, სადაც საქმე ეხება ძალადობას, ესეც ოჯახის ინტერესშია და ის მოლოდინშია, რომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება”, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე “კურიერთან”.
კომენტარები