• რეკლამა
  • კონტაქტი
10:37, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

NYT რაზმაძის ბრალდებებზე: მის სიტყვებს დეტალურად ვციტირებთ

ალია ავტორი - ალია
00:45 08-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
986

The New York Times-მა გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ბრალდებებზე პასუხი „ფორმულას“ გაუგზავნა და აღნიშნა, რომ მათი ჟურნალისტი რაზმაძის სიტყვებს „ზუსტად და დეტალურად“ ციტირებს. გამოცემის შეფასებით, რაზმაძის მხრიდან ჟურნალისტის სანდოობაზე თავდასხმა მიზანმიმართული ზეწოლაა დამოუკიდებელ მედიაზე.

„ჩვენ ზუსტად და დეტალურად ვციტირებთ ბატონი რაზმაძის სიტყვებს 90-წუთიანი ინტერვიუდან, რომელიც გორის საკრებულოს შენობაში შედგა. ჩვენი ჟურნალისტის სანდოობაზე თავდასხმა წარმოადგენს მიზანმიმართულ ზეწოლას დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე, რომლის მიზანია სიმართლიდან ყურადღების გადატანა და თავისუფალი მედიის დასუსტება,“ – წერია NYT-ის განცხადებაში.

მანამდე რაზმაძემ უარყო NYT-ის მიერ გავრცელებული ციტატები, რომლის მიხედვითაც მან ქართველ ჯარისკაცებს „სააკაშვილის ხულიგნები“ უწოდა. „ეს არის ცილისწამება და სიცრუე თავიდან ბოლომდე… მე რუსეთზე დადებითი არ მითქვამს. სააკაშვილს ომის დაწყებაში როგორ დავადანაშაულებ? ომი რუსებმა დაიწყეს,“ – აღნიშნა რაზმაძემ.

მისივე თქმით, ინტერვიუში არ უარუყვია ევროკავშირთან ინტეგრაცია და „ოცნება“ ყოველთვის პროევროპული იყო. რაზმაძე NYT-ის ჟურნალისტს „მოგზავნილად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

NYT-ის სტატიაში კი წერია, რომ რაზმაძემ 2008 წლის ომთან დაკავშირებით თქვა: „ისინი [რუსები] აქ შემოვიდნენ, როგორც მშვიდობისმყოფელები და მადლობა ღმერთს, რომ მოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს… რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის [ხულიგნები] რამდენად უფრო დიდ ზიანს გამოიწვევდნენ.“

წყარო – ფორმულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved