• რეკლამა
  • კონტაქტი
01:29, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

NYT: “ჰამასის” ლიდერი თანამედროვე ბომბით მოკლეს, რომელიც თეირანში კონტრაბანდულად შეიტანეს

ალია ავტორი - ალია
10:09 08-02-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

“ჰამასის” ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში დისტანციური მართვის ბომბით მოკლეს, რომელიც კონტრაბანდულად შეიტანეს საოჯახო სასტუმროში, სადაც ის ცხოვრობდა და არა რაკეტით, როგორც ეს მედიაში გავრცელდა. ამის შესახებ The New York Times წერს.

სტატიის თანახმად, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შვიდ ოფიციალურ პირს ეყრდნობა, მათ შორის ორ ირანელს, ასაფეთქებელი მოწყობილობა ფარულად, დაახლოებით ორი თვის წინ შეიტანეს თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შენობაში.

ირანელი ოფიციალური პირები, რომლებიც გუშაგთა კორპუსის წევრები არიან, აცხადებენ, რომ დარტყმის სიზუსტე ჰგავდა დისტანციური მართვის ავტომატისას, რომელიც მოსადმა 2020 წელს გამოიყენა ირანელი ბირთვული მეცნიერის, მოჰსენ ფახრიზადეს მოსაკლავად.

ისრაელს ჰანიეს მკვლელობაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მას იერუსალიმს მიაწერენ.

გამოცემასთან საუბარში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ხუთი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ “ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა მთავრობებს ოპერაციის დეტალები გააცნეს.”

ჰანიე თეირანში სამშაბათს, ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა. ოფიციალური პირები, რომლებსაც The New York Times ციტირებს, ამბობენ, რომ ბომბი, რომელმაც ჰანიე და მისი დაცვის წევრი მოკლა, დისტანციურად ააფეთქეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სასტუმრო გამოიყენება დასასვენებლად, ფარული შეხვედრებისთვის და ისეთი “გამოჩენილი სტუმრების დასაბინავებლად,” როგორიცაა ჰანიე.

გამოცემასთან საუბარში ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ აფეთქებამ ფანჯრები ჩაამსხვრია და შენობის კედლის ნაწილი ჩამოინგრა, თავად შენობას მინიმალური ზიანი მიადგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სარაკეტო დარტყმა ნაკლებად სავარაუდოა.

ისრაელმა პირობა დადო, რომ ჰანიეს და “ჰამასის” სხვა ლიდერებს მოკლავდა ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც 1200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved