• რეკლამა
  • კონტაქტი
07:51, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

NYT: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაჩერებლად ცოტა დრო რჩება

ალია ავტორი - ალია
13:55 11-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ამერიკული გამოცემის The New York Times-ის მიხედვით, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები ევროპელ მოკავშირეებს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაჩერებლად მოქმედებისთვის ცოტა დრო რჩება. ამერიკელ და ევროპელ თანამდებობის პირებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ეს მდგომარეობა ევროპულ ქვეყნებს უბიძგებს ითანამშრომლონ აშშ-სთან რათა მოსკოვის შესაჩერებლად ეკონომიკური და სამხედრო მოქმედების სტრატეგია შეიმუშაონ.

ამერიკელი თანამდებობის პირის თანახმად, რუსეთს ჯერ არ გადაუწყვეტია, რას გეგმავს უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ნაწილებით, თუმცა საზღვართან ჯარის მობილიზება სერიოზულად აღიქმება აშშ-ს მიერ, აშშ-ს არ თვლის, რომ ეს რუსეთის ბლეფია.

NYT-ს თანახმად, უკრაინაში რუსეთის შესაძლო აგრესიის საკითხი ბრიუსელში NATO-ს ელჩებთან აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის ავრილ ჰეინსის შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებს უკრაიანასაც. 19 ნოემბერს აშშ-ს გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალი მარკ მილი ესაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის.

გამოცემის თანახმად, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამხედრო ინტერვენციას გეგმავს უკრაინის ტერიტორიის უფრო დიდ ნაწილზე კონტროლის მოსაპოვებლად ან ქვეყანაში უფრო პრორუსული მთავრობის მოსასვლელად დესტაბილიზაციისთვის.

ბოლო პერიოდში კვლავ დაიძაბა მდგომარეობა უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა განლაგებული. პრეზიდენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია კიევს დასავლურმა სახელმწიფოებმა მიაწოდეს.


11 ნოემბერს გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ევროპას უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გეგმის შესახებ აფრთხილებდა. საკითხში გარკვეული ანონიმური წყაროების ცნობით, გამოცემა წერს, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა შესაძლო სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებული შეშფოთების მიზეზები ევროპელ კოლეგებს გააცნეს. მათი შეფასება ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც ამერიკელებს ევროპელებისთვის ჯერ არ გაუზიარებიათ, მაგრამ ეს მოუწევთ, იქამდე, სანამ რუსეთის საპირისპიროდ ერთობლივი მოქმედების გეგმას გადაწყვეტენ. მათ ვარაუდებს ზურგს უმაგრებს საჯაროდ არსებული ინფორმაციაც – ამბობენ ანონიმური წყაროები ამერიკიდან.

ასეთივე კრიზისი იყო ამ წლის გაზაფხულზეც, როდესაც NATO და აშშ შეშფოთებული იყვნენ უკრაინის საზღვრებთან ასიათასობით რუსი სამხედროს, მათი მძიმე ტექნიკისა და ავიაგამანადგურებლების თავმოყრით. კრიზისი მას შემდეგ შემსუბუქდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სამიტის გამართვა შესთავაზა. სამიტი ივნისში ჩატარდა. 

უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების თავმოყრის გამო, ნოემბრის დასაწყისში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბარნსი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.

ასევე, 9 ნოემბერს პუტინს ესაუბრა გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი, ანგელა მერკელი. მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, მოკავშირე ბელარუსზე გავლენა გამოეყენებინა და ევროკავშირის საზღვრებთან შექმნილი კრიზისი განემუხტა, რაზეც უარი მიიღო. მათ შორის საუბარი შედგა 10 ნოემბერსაც. ამჯერად პუტინმა დაგმო უკრაინის მიერ საბრძოლო დრონების გამოყენება, რასაც ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად თვლის. მან ასევე დაგმო აშშ-ს გემების აქტიურობა შავ ზღვაში.

პარალელურად შიშებს ზრდის პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი მიგრანტების კრიზისი, რაშიც დასავლეთში პუტინის ხელს ხედავენ. ასევე, ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნები რუსულ ბუნებრივ აირზე მეტად დამოკიდებულები არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ. აშშ-ს ოფიციალური პირების აზრით, რუსეთი რეგიონის დესტაბილიზაციას ცდილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ ის უკეთ გაეცნო ბელარუსის საზღვარზე არსებულ ვითარებას, აქამდე არსებული ინფორმაციისა და ახალ ფაქტებზე დაყრდნობით ბელარუსს “პოტენციური ფრონტის ხაზი” უწოდა. 

ამავე შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ენტონი ბლინკენმაც: “ჩვენი შეშფოთების მიზეზი არის ის, რომ რუსეთმა, შესაძლოა, დაუშვას სერიოზული შეცდომა 2014 წლის მოვლენების განმეორების მცდელობით”. 


ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრა განაახლა. მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა რეგიონში სამხედრო წვრთნები ჩაატარეს, მათი ნაწილი ჩვეული დისლოკაციის ადგილს არ დაბრუნებია.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებები მას შემდეგ განახლდა, რაც კრემლმა კიევის მიმართ საკუთარი პოლიტიკა და რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ფედერაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეებში არაერთხელ გააკრიტიკეს უკრაინის კავშირი დასავლეთთან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენეს. პუტინმა თქვა, რომ NATO-ს ნებისმიერი სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინაში განთავსება მოსკოვისთვის წითელი ხაზია. 

პარალელურად, დონბასში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც უკვე შვიდნახევარი წელი გრძელდება, ბოლო პერიოდში ახალ ეტაპზე გადავიდა. 26 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამტკიცეს, რომ მათ სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს თურქული საბრძოლო დრონი – Bayraktar TB2.

შემთხვევას რუსეთის კრიტიკა მოჰყვა. კრემლის სპიკერმა, ვლადიმირ პესკოვმა თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში თურქული დრონების განთავსებამ შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

ასევე, ურთიერთობა რუსეთსა და NATO-ს შორის განსაკუთრებით დაძაბულია. 18 ოქტომბერს მოსკოვმა საკუთარი დიპლომატიური მისია ბრიუსელში შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რვა რუსი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლეკსი დანილოვმა განაცხადა, რომ ზაპად 2021-ის ვარჯიშების დასრულების შემდეგ რუსულმა მხარემ უკრაინის საზღვართან ახლოს მყოფ საწვრთნელ პოლიგონებზე დატოვა სამხედრო აღჭურვილობა, ასევე კონტროლისა და კომუნიკაციის ცენტრები.

წყარო: „ტაბულა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved