• რეკლამა
  • კონტაქტი
01:47, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ… მე პირადად მის ადგილას ამ წვეულებაზე არ წავიდოდი“ – ზაზა შენგელია

ალია ავტორი - ალია
12:28 06-25-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,209

პროდიუსერი ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც შენგელია წერს, ის ნუცას მოსკოვში ვიზიტს, რა დროსაც მომღერალმა მეგობრის იუბილეზე იმღერა, არ ამართლებს.

„საქართველოში ძალიან ბევრი საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსია, თუმცა სამწუხაროდ მუსიკალური ბაზრის სიმცირე, მეკობრეობის პრობლემა, თბილისსა და რეგიონებში ნორმალური საკონცერტო ინფრასტრუქტურის არარსებობა და ბევრი სხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები, რის გამოც ისინი სათანადო შემოსავლების გენერირებას საქართველოში ვერ ახერხებენ, ბევრ მათგანს იძულებულს ხდის სხვა ქვეყნების მუსიკალურ ბაზრებზე ეძიონ წარმატება. ეს სავსებით ნორმალური და გასაგებია…

მაგრამ, ყველა ახალგაზრდა მუსიკოსთან მაქვს ერთი გულწრფელი რჩევა: აერიდეთ რუსეთს და მის მუსიკალურ ბაზარს. და არა მარტო იმიტომ, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი მტერია, რომელიც ჩაგრავს და კლავს თავის მეზობლებს და იპყრობს მათ ტერიტორიებს, არამედ კიდევ იმიტომაც, რომ ის არასწორ ღირებულებებზეა დაყრდნობილი – რუსულ შანსონსზე, “ბლატნოი” სიმღერებზე და პაპსაზე აღმოცენებული თანამედროვე რუსული პოპ-კულტურა არის ერთერთი ყველაზე სუროგატული, ტოქსიკური, მდარე და უგემოვნო შემოქმედება, რამაც თავის მხრივ, დიდი როლი ითამაშა რუსეთის მოსახლეობის “გაპრიმატებასა” და “ბიდლოიზაციაში”, რომელიც სამწუხაროდ დღეს სახეზეა და რომელიც არცერთ მუსიკოსს არ მისცემს განვითარების და ზრდის საშუალებას. ამის გამო, ბევრმა ჭეშმარიტად და მეტ-ნაკლებად ნიჭიერმა და ღირებულმა რუსმა მუსიკოსმა ჯერ კიდევ წლების წინ დატოვა რუსეთი…

მე და ჩემი მეგობრები, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როცა თბილისში ყოველ კვირა ირინა ალეგროვას, ლონია აგუტინის, მიხაილ შუფუტინსკის, ალიონა აპინას და სხვათა კონცერტები სრული ანშლაგებით ტარდებოდა, ყველანაირად ვცდილობდით და ვიბრძოდით იმისათვის, რომ მაშინდელი ახალგაზრდების გემოვნება შეგვეცვალა და მათ ჰქონოდათ საშუალება რუსების ნაცვლად, თბილისში ენახათ ცნობილი ამერიკელი თუ ევროპელი ვარსკვლავების კონცერტები. მერწმუნეთ, ეს არ იყო ადვილი და ამ გზაზე უამრავი ბრძოლის, ტანჯვის და წვალების გამოვლა მოგვიწია. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი ფუჭი იყო.

რაც შეეხება ნუცა ბუზალაძეს. ნიჭიერების გარდა, მან ნამდვილად ბევრი იშრომა და მის მიერ American Idol-ში მიღწეული წარმატება მართლაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით და ის ნამდვილად არის პირველი არაამერიკელი, რომელმაც ამ პრესტიჟული მეგაშოუს ისტორიაში ფინალამდე შეძლო გასვლა. მე ნამდვილად არ ვარ არც მისი მენეჯერი და არც პროდიუსერი, თუმცა ამერიკიდან მისი დაბრუნების შემდეგ გვქონდა საუბარი ცალკეულ ერთობლივ სამომავლო პროექტებზე, სწორედ ამ საუბრის დროს შევიტყვე მისგან, რომ ტელეშოუს დამთავრების შემდეგ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს 2 ალბომის ჩაწერაზე ჰოლივუდში, რაც ნებისმიერი მუსიკოსისათვისაა საოცნებო. ასევე მან მითხრა, რომ ჰქონდა შემოთავაზებები რუსეთიდან, მაგრამ ის არ აპირებდა რუსებთან მუშაობას…

მოსკოვში შემდგარ წვეულებასთან დაკავშირებით მან განცხადება გააკეთა და ბოდიშიც მოიხადა, თუმცა რაც არ უნდა ახლო მეგობრის დაბადების დღე ყოფილიყო, მე პირადად მის ადგილას არც ამ წვეულებაზე არ წავიდოდი, და რომ მცოდნოდა რომ მიდიოდა აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ წასულიყო…ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ. დღეს რუსეთში ნებისმიერ რანგში ქართველი მომღერლის ან მუსიკოსის გამოსვლა არის არასწორი და მიუღებელი. მან ამ ნაბიჯით გული ატკინა თავისი გულშემატკივრების დიდ ნაწილს, ვინც მას გულით უჭერდა მხარს…“- წერს ზაზა შენგელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved