• რეკლამა
  • კონტაქტი
05:46, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნურავის ნუ გვაქვს მოლოდინი, რომ იგივე რეჟიმი, რომელმაც სრულიად სასაცილო საქმეები შემიკერა, ახლა შემიწყალებს – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

ალია ავტორი - ალია
13:02 11-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ იგივე რეჟიმი შეიწყალებს, რომელმაც სრულიად სასაცილო საქმეები შეუკერა. 

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მისი და ქვეყნის გათავისუფლებაც მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია.

“მივესალმები მთელ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ერთიანობისა და აქტივობის პროცესს. ქართველმა ხალხმა მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, როდესაც ყველა ქალაქში დაამარცხა “ოცნება” და ის, რომ გამყალბებლებით, სიის მაგიდის ქალბატონებით და ძველი ბიჭებით თქვენ ეს გამარჯვება მოგპარეს, სულაც არ მეტყველებს რეჟიმის სიძლიერეზე.

რეჟიმს, რომელსაც სიტყვა რევოლუციაზე აკანკალებს სიმტკიცის მარაგი მთლიანად ამოწურული აქვს და ახლა ჩვენი გამოსვლებით ყველგან ვაჩვენებთ მსოფლიოს და ივანიშვილს, რომ ჩვენი გამარჯვება გვეკუთვნის მხოლოდ ჩვენ და ასეთი სიმწარით მოპოვებული გამარჯვება ხალხს უნდა დავუბრუნოთ. 

მივესალმები ელენე ხოშტარიას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ რუსთავის ციხესთან და იგივეს აპირებენ სამეგრელოში, მივესალმები “გირჩელი” იმედა კლდიაშვილის სამოქალაქო გმირობას ქუთაისში, იზა ჩირგაძის გამბედაობას სიმართლის თქმაში და მოვუწოდებ სხვა ადამიანებს ვისაც აიძულეს ხმის გაყალბებაში მონაწილეობა, მიბაძონ ჩირგაძის მაგალითს და იმ პოლიციელების მაგალითს, ვინც გადადგა, მაგრამ სიმართლე თქვა. ახლა აღარაა არც პარტიული კუთვნილებით, არც წარსული საქმიანობით დაყოფის დრო, დრო არის ერთიანობის და ბრძოლის. ჩვენ არც ერთ ერზე ნაკლები არ ვართ და ბრძოლა აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. რეჟიმი ძალიან სუსტია. 

რაც შეეხება იმ მოლოდინს, რომ იგივე რეჟიმი, რომელმაც სრულად სასაცილო საქმეები შემიკერა ახლა შემიწყალებს, ნურავის ნუ გვაქვს ამის მოლოდინი. მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან და ამგვარად ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს თავის თავს, გამათავისუფლებს მეც. 

მე არ მსურს არც ერთი თანამდებობა, მინდა სიცოცხლე, თავისუფლება, შესაძლებლობა თავისუფლად გადავაადგილდებოდე საქართველოში და თავისუფალ, ბედნიერ ადამიანებს შორის”, – ნათქვანმია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა წაიკითხა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved