• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნუ ვიტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ ჭირისუფალნი ვართ, ჩვენ მკვლელებიც ვართ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დოზითა…” – დავით ზილფიმიანი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

ალია ავტორი - ალია
19:58 07-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
83

დეპუტატი დავით ზილფიმიანი განცხადებას ავრცელებს და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება:

“როგორც დიდი მედია ოჯახის ერთ-ერთმა მოკრძალებულმა წევრმა, მინდა, გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ შემაძრწუნებელ უბედურებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ირგვლივ, საზოგადოებაში სუფევს. აქამდე, ფიზიკურად არ მომეცა ამის საშუალება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: უკვე რამდენიმე კვირაა, ვიმყოფები კლინიკაში, სადაც უმძიმესი ოპერაცია ჩამიტარდა და ინტენსიურ მკურნალობას გავდივარ.

უბედურება, რომელიც მე ვახსენე, არ გულისხმობს მხოლოდ ლექსოს ტრაგედიას. უფრო მეტიც, ლექსოს შემთხვევა პირდაპირი ინდიკატორია იმ ტრაგიკული სიტუაციისა, რაც ქვეყანაში სუფევს. დღეს, მოზღვავებული ინტელექტი აღარ სჭირდება იმის გაანალიზებას, რა დაგვემართა და რა მდგომარეობაშია საზოგადოება, რომელიც მთლიანად გაჟღენთილია აგრესიით, ძალადობის წყურვილით, ურთიერთზიზღითა და სიძულვილით. და, ეს ყველაფერი, აგერ უკვე, რამდენი ხანია, მეთოდურად ინერგება ქვეყნის მტრებით კონტროლირებადი სხვადასხვა წყაროებით და მათ შორის, უწყვეტ ნაკადად გადმოედინება კარგად იდენტიფიცირებული მედიაარხებიდან. ყველა ეს ჯგუფი, წყარო და ა.შ, ჯამში, ერთი ხის სხვადასხვა ტოტია.

ჩვენ, ყველანი, სხვადასხვა დოზით ვართ დამნაშავენი ლექსოს სიკვდილში, რადგან წინ ვერ აღვუდექით საზოგადოების ამ დონემდე დაავადებას. ჩვენი მედიის ოჯახის ზოგიერთმა წევრმა, ნებსით თუ უნებლიედ, მის მიერ წარმოებული საზოგადოებრივი საწამლავით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლექსოს მკვლელობაში. ამიტომ, ნუ ვიტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ ჭირისუფალნი ვართ. ჩვენ მკვლელებიც ვართ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დოზითა და თანამონაწილეობით. სწორედ, ეს ტირაჟირებული სიძულვილია, რომელიც ასაზრდოებდა და ნოყიერად რწყავდა, ამისთვის მოწყვლად საზოგადოების ნაწილს.

რა შეიძლება, იყოს გამოსავალი, ამ უკვე ფორმირებული ბოროტების დასამარცხებლად?! უპირველეს ყოვლისა:

1. არა პოლიტიკოსებს, რომლებიც საკუთარი მზაკვრული მიზნებისთვის ცდილობენ, გამოიყენონ აღნიშნული მდგომარეობა;

2. არა სიძულვილისა და აგრესიის შემდგომ ინექციას საზოგადოებაში;

3. უნდა დაისაჯოს დანაშაულის ყველა თანამონაწილე, რომელ ჯგუფსაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის;

4. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს იმ შემკვეთებისა და დამფინანსებლების იდენტიფიცირება, რომლებიც დღემდე, წარმატებით ახერხებდნენ ქვეყანაში, სხვადასხვა მოსყიდული ჯგუფის, ან პიროვნების საშუალებით, აღნიშნული დაავადების გავრცელებას, მათი შემდგომ უვნებელსაყოფად.

საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობიდან გამოყვანა გარდა, ზემოთ აღნიშნულისა, პირადად, ჩვენზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე „გულის მოსაფხანად“, საზოგადოებაში განტევების ვაცის ძებნაზე, ანდა, ამა თუ იმ ხელმძღვანელი პირების პირად პასუხისმგებლობაზე, რადგან მთელი ეს ანტისახელმწიფოებრივი, ორგანიზებული კრიმინალი, სწორედ, სახელმწიფოს მორღვევაზე არ არის ორიენტირებული?

ვუსამძიმრებ ლექსოს დედას ერთადერთი ვაჟის გარდაცვალებას, ლექსოს მეგობრებს საუკეთესო მეგობრის და მედიის წარმომადგენლებს საუკეთესო კოლეგის დაკარგვას“

თეგები: დავით ზილფიმიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved