თელავის ცენტრალური საავადმყოფო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საავადმყოფოში გადატვირთულობის გამო პაციენტებს ვეღარ მიიღებენ.
“თელავის ცენტრალური (რაიონული) საავადმყოფო გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და თვითნებურად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურთან (112) მიმართვის გარეშე ნუ მომართავთ სტაციონარს, რადგან კლინიკის გადატვირთულობის გამო ვერ მოხერხდება თქვენი სტაციონარში განთავსება და საჭირო დახმარების აღმოჩენა”, – ნათქვამია თელავის საავადმყოფოს განცხადებაში.
კომენტარები