• რეკლამა
  • კონტაქტი
13:46, სამშაბათი, 12 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნუ გასწირავთ ჩემს შვილს” – რა მისწერა ალექსანდრე გაბაშვილმა ავალიანების ოჯახს

ალია ავტორი - ალია
17:42 01-25-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,092

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა მოკლული პედაგოგის ოჯახს საჯაროდ პასუხობს და მუქარის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ალექსანდრე გაბაშვილი აცხადებს, რომ მისი მხრიდან ან მისი ოჯახის მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

გაბაშვილი ასაჯაროებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც, მისი თქმით, ავალიანების ოჯახს გაუგზავნა. წერილში ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახი გარდაცვლილი მასწავლებლის ახლობლებს პირისპირ შეხვედრას სთხოვს – ჟურნალისტებისა და ადვოკატების გარეშე.

დაკავებული არასრულწლოვნის მამა ამტკიცებს, რომ მისი შვილი გიგა ავალიანთან მივიდა ერთადერთი მიზნით – გაერკვია, რატომ წერდა პედაგოგი მის შეყვარებულს პირად შეტყობინებებს.

მისი თქმით, მომხდარის ინტერპრეტაცია, როგორც წინასწარ განზრახული დანაშაულის ან მუქარის, არასწორია.

რა მიწერა ალექსანდრე გაბაშვილმა ავალიანის ბიძას:

“გამარჯობა, ირაკლი, მე გაბაშვილის მამა ვარ. პირველ რიგში, მინდა, იცოდეთ, თქვენ ოჯახთან ერთად ვტირით გიგას. დღე არ გადის, რომ ლოცვით ან სიტყვით არ მოვიგონიოთ გიგა. საფლავზეც ვიყავით, დავიტირეთ, პატიება ვთხოვეთ. ალბათ, ამ ჩემს სიტყვებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თქვენთვის, მაგრამ დამერწმუნეთ, ამ ჯვარს და ამ ცოდვას მთელი ოჯახი ვატარებთ მთელი ცხოვრება. მე გავიზარდე იმ დროს, სადაც კაცები ხვდებოდნენ ერთმანეთს ჟურნალისტების და გარეშე და ლაპარაკობდნენ. გთხოვთ, იქნებ შემხვდეთ, დავილაპარაკოთ. არ არის ჩემი შვილი მკვლელი. არ შეიძლება, ერთი მუშტის დარტყმისთვის 10 წელი ციხეში იყოს. მე მოვკვდები, მე ვერ ვიცოცხლებ მის გარეშე. თვალწინ მეცლება, მართმევს სისტემა და ფაქტობრივად, მიკლავს. ზოგჯერ მგონია, თქვენ და ჩვენ სხვადასხვა საქმის მასალაც გვაძლევენ, როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს ფაქტები – არ მესმის. დარწმუნებული ვარ, თქვენც გაქვთ დიდი ეჭვი ექიმების მიმართ. ნუ გასწირავთ ჩემს შვილს, მე მომთხოვეთ, მე მომკალით, ოღონდ ჩემი შვილი – არა. გთხოვთ, შემხვდით, დავილაპარაკოთ. ან თქვენ დამარწმუნებთ, რომ ჩემი შვილი მკვლელია, ან მე დაგარწმუნებთ, რომ მართლა ასე არ არის, როგორც ტელევიზიამ დახატა. მამა ხართ თქვენც და იცით, რა ტკივილზე ვლაპარაკობ. კი, ჩემი შვილი ცოცხალია, მაგრამ 10 წელი ციხეში ტანჯვაა, მართლა სიკვდილის ტოლფასია. ბავშვი მიკვდება თალწინ. შემხვდით, დავილაპარაკოთ. იქნებ შევძლო, დაგაეჭვოთ მაინც რამეში, დაგაფიქროთ…, – ნათქვამია წერილში. 

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი ირწმუნება, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ახლობლები ემუქრებიან. ეკა კუპატაძე ამბობს, რომ მიზეზი მისი მოთხოვნაა – დაუმძიმონ ბრალდება დაჭერილ არასწრულოვნებს.

მისი თქმით, მის ძმას დაკავებული მოზარდის მამამ, ალექსანდრე გაბაშვილმა მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და უთხრა, რომ გიგას საფლავზეც იმყოფებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved