• რეკლამა
  • კონტაქტი
19:28, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნუ გამლანძღავთ პრაგმატიზმისთვის…სად გაგიგიათ საპატიო თბილისელი განსაცდელისას ქალაქიდან გარბოდეს??!”-დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
20:58 03-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
392

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოსთვის ამ ომის გავლენაზე წერს:

“მეგობრებო!

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის უკრაინული კამპანია საბოლოო ჯამში კრახით დამთავრდება.

დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, აიღებენ ბევრ დიდ ქალაქს – თანაც ხედავთ, ძირამდე ანგრევენ და ანადგურებენ.

უკრაინის ნამესტნიკი რომც მონახოს – არაფრის გამკეთებელი არ იქნება!

ვერც ინფრასტრუქტურას აღადგენს და ვერც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აიღებს პასუხისმგებლობას.

სულ სიკვდილის მოლოდინში იქნება!

ასევე დიდი და მუდმივი დანაკარგი ექნება რუსულ არმიას.

ჩამოიშლება რუსული ეკონომიკა და სავარაუდოდ- ხელისუფლებაც.

მაგრამ ეს გაიწელება დროში და უკრაინელი ხალხის დიდი ტანჯვით მოხდება.

მუდმივად მოამარაგებენ იარაღით, დაეხმარებიან პარტიზანულ ომში, მაგრამ როგორც თქვენც ხედავთ, ევროპა და ამერიკა პირდაპირ არ ჩაერევა ამ ომში.

რუსეთი, პუტინი, ყოველგვარი მიკიბვ – მოკიბვის გარეშე აცხადებს, რომ როგორც კი ვინმე ჩაერევა – წამსვე პასუხს გასცემს.

დასაკარგი არაფერი აქვს.

ჩემი აზრით კი, უკვე ყველაფერი დაკარგულიც აქვს და ალბათ აცნობიერებს.

ყოველი შემხვედრი ადამიანის, საკუთარი დაცვის წევრისაც კი უნდა ეშინოდეს!

რაც შეგვეხება ჩვენ.

თუ ქვეყანა, მისი ოფიციოზის სახით რამენაირად ჩაერევა კონფლიქტში, დაუფიქრებლად და დაუნანებლად გვიპასუხებს ბომბებით.

არანაირი ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ასე არ მოხდება, ან ვინმე ჩაკეტავს ჩვენს ცას.

ეს ცალსახაა! თუ უკრაინასთან შუალედურ წარმატებას მაინც მიაღწიეს (აიღეს კიევი, დანიშნეს ნამესტნიკი; ანუ რაც ჰქონდა გეგმაში, მაგრამ მცირე სისხლით, ფაქტობრივად უომრად გეგმავდნენ, რაც მათთვის კატასტროფული შეცდომა აღმოჩნდა!), ჩემი აზრით აუცილებლად მოგვთხოვენ ჩვენც ნეიტრალიტეტს.

ღმერთმა ქნას, არ დადგეს ეს დღე – მართლაც მთლიანად უკრაინაზე ვართ დამოკიდებული.

არის რისკი, რომ ყოყმანისას რაიმე აგრესიული ქმედება ჩაიდინონ.

ალბათ ყველა ხვდებით, რომ თუნდაც შუა თბილისში ბომბის ჩამოგდება ახლანდელი რუსეთისთვის არანაირ მორალურ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს.

ჩვენ უნდა ვიყოთ მზად.

ხშირად ისმის ბოლო დროს ღირსებისკენ მოწოდება.

მე და ძალიან ბევრ ჩემზე უკეთეს ადამიანს ეს მოწოდება არ გვჭირდება – არცერთ შემთხვევაში, რა მძიმე სცენარითაც არ უნდა წავიდეს საქმე, მე თბილისს არ დავტოვებ და საქმითაც გამოვადგები.

ასევე, ჩემი უფროსი ვაჟი იქნება ჩემს გვერდით, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ შვილებზე, შვილიშვილებზე, რომ არ ჩავვარდეთ იმ მძიმე მდგომარეობაში, რასაც მთელი გულით და ცრემლით ვადევნებთ თვალს ეს დღეები..

ნუ მოვიტყუებთ თავს – ” პანიკას ნუ თესავ, ვერ გაბედავენ, არ იზამენ, შერცხვებათ, შეეშინდებათ, ნატოსი მოერიდებათ” და სხვა ამგვარი სისულელეებით.

ჯობია რისკები ცივ გულზე დავითვალოთ და მოვემზადოთ.

თუ კონფლიქტში ჩართვა 100% -ით, იმ წამსვე ბომბების ქვეშ დაგვაყენებს, თუ ღმერთმა ქნა და უკრაინამ გაძლო – საერთოდ აგვცილდება საფრთხე.

ხოლო თუ ვერ გაძლო და რუსეთმა დროებით წარმატებას მიაღწია (ვიმეორებ, დროში არანაირი შანსი არა აქვს!), მაინც გვაქვს რისკი, რომ ჩვენც გავხდეთ აგრესიის მსხვერპლი.

თუმცა ეს რისკი უკვე 30-50%-იანია.

თანაც ჩვენ იმის მეათედ დროსაც ვერ გავუძლებთ, რაც უკრაინამ გაძლო – მოსახლეობის შესაბამისად.

ეს ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, თორემ ვერავინ ვერ იტყვის ზუსტ რიცხვებს და პუტინის არეულ თავში რა გამოცხვება.

ამიტომ უნდა გავითვალოთ და წინასწარ ვიცოდეთ ჩვენი ნაბიჯის მოსალოდნელი შედეგი.

მოსახლეობამაც უნდა იცოდეს. რასაც ახლა ვამბობ, ბევრისთვის მიუღებელია.

მაგალითად, ჩემს ყველაზე ახლო ადამიანს, მეგობარს და ნათესავს ვერც დაელაპარაკები ამ თემაზე – ისიც შვილიშვილების პატრონი და საუკეთესო სპეციალისტი, ექიმია, მაგრამ ვერ იტანს კომპრომისებს და გრძნობის შეკავებას.

ასეთი ბევრია ცხადია – კავკასიელები ვართ, რაც არ უნდა იყოს!

მაგრამ ქართველებში გადარჩენის, პრაგმატიზმის გენი მაინც ყოველთვის იყო, ისევე როგორც ომში დიდი თავდადების.

სწორედ ამ ორი თვისების თანხვედრამ მოგვიყვანა აქამდე.

ასე რომ, კარგი იქნება ამ გასაჭირის ჟამს თუ გაერთიანდებიან პოლიტიკოსები, არ დაიწყებენ ერთმანეთის ჯიბრით ქვეყნის მტრობას და სწორად გაითვლიან რისკებს.

დრო კიდევაა, თუმცა, არც ისე ბევრი.

პ.ს. ნუ გამლანძღავთ პრაგმატიზმისთვის.

ეს აუცილებლად სჭირდება ახლა ჩვენს ქვეყანას. ცივი გონება და ქვეყნის ერთგულება!

პ.ს.ს. მე დიდი ხანია ფსიქოლოგიურად მზად ვარ ცუდი სცენარისთვისაც – და ფეხის მოცვლასაც არ ვაპირებ – სად გაგიგიათ საპატიო თბილისელი განსაცდელისას ქალაქიდან გარბოდეს??!

არც სხვას დავამუნათებ, ვინც გაიქცევა – ყველას თავისი გზა აქვს, თუნდაც ახლა დიდ მჯიღს იკრავდეს გულზე!“, – წერს გადელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved