• რეკლამა
  • კონტაქტი
06:19, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ნუ დამიწყებთ ჭკუის სწავლებას, რომ აშშ აკონტროლებს ტრანზაქციებს და ა.შ. “არგუმენტებით” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:52 05-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,321

პარლამენტში ,,ოფშორების კანონზე” პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. ექსპერტი გია ხუხაშვილი ამ თემაზე თავის მოსაზრებებს წერს:

,,დღეის მდგომარეობით ოფშორული ზონების იურისდიქციაში განთავსებულია ასეულობით მილიარდი დოლარის სხვადასხვა აქტივები მარტივი მიზეზის გამო – რათა ამ აქტივების მფლობელებმა მოახდინონ მათზე კუთვნილი გადასახადების ოპტიმიზაცია, ან თუნდაც თავის არიდება.

აქ მთავარი კითხვაა – ვის და რა მოტივი შეიძლება გაუჩნდეს ამ აქტივების საქართველოში ტრანზიტთან დაკავშირებით? ისინი იქაც გათავისუფლებული არიან გადასახადებისგან და რაში შეიძლება დასჭირდეთ ტრანზიტთან დაკავშირებული ზედმეტი პროცედურული თავის ტკივილი?

პასუხი მარტივია:

მხოლოდ იმ აქტივებს, რომლებიც არსებულ ოფშორულ ზონებში დღევანდელ რეალობაში ვერ გრძნობე თავს კომფორტულად, შესულები არიან მაღალი რისკის ზონაში სანქციებიდან გამომდინარე, ან ქონება სადავოა, მიმდინარეობს ან მოსალოდნელია სასამართლო პროცესები.

კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ ასეთი ინტერესის მქონე სუბიექტების სავარაუდო სიას:

1. კრემლის და მისი დანაყოფების (ფსბ, გრუ) აქტივები;

2. რუსული კრიმინალური სამყაროს სალაროს აქტივები;

3. რუსული ოლიგარქიული (უკვე სანქცირებული, ან სანქციების მოლოდინში მყოფი) აქტივები;

4. იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მოპოვებული აქტივები;

5. სადავო აქტივები, რაზეც მოსალოდნელია სასამართლო პროცესები.

ამასაც გავიმეორებ:

სხვა ტიპის ცივილიზებულ ბიზნესს არა აქვს არანაირი მოტივი ამ ტიპის ტრანზიტისთვის.

ამ პროცესის დამანგრეველი შედეგები თავად შეგიძლიათ განსაჯოთ.

გთხოვთ, ნუ დამიწყებთ ჭკუის სწავლებას, რომ აშშ აკონტროლებს ტრანზაქციებს და ა.შ. “არგუმენტებით”.

აქ საუბარი იმდენად ფინანსურ ტრანზაქციებზე არ არის, რამდენადაც აქტივების საქართველოს იურისდიქციაში გადმოფორმებაზე, რისი კონტროლიც ურთულესი პროცესია და დღემდე ვერავინ მოახერხა.

ნურც იმას იტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა რამეს ისარგებლებს. პირიქით, მივიღებთ უზარმაზარ როგორც რეპუტაციულ, ასევე მატერიალურ ზარალს. ბიძინას და ქოცებს არ ვგულისხმობ – მათ შეიძლება ისარგებლონ კიდეც…”

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved