ექსპერტი თავდაცვის საკითხებში, გიორგი თავდგირიძე:
„ოცნება. 31 წლის წინ შეიარაღებული კონფლიქტი კი არ დაიწყო და 300 ათასს კაცს კი არ მოუწია ტერიტორიის დატოვება, არამედ დაიწყო ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ხოლო რუსეთის საკადრო არმიის უშუალო ჩარევის შემდეგ, მოლაპარაკებების შედეგად უიარაღოდ დარჩენილი ქართული არმია დამარცხდა. შედეგად, რუსებმა განახორციელეს ეთნოწმენდა და აფხაზეთიდან, 300 ათასმა ადამიანმა ძლივს გამოაღწია სამშვიდობოს. ნუ ამახინჯებთ ისტორიას, ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ქართველ მებრძოლებს, დაღუპულ ადამიანების ხსოვნას მაინც ეცით პატივი.“
კომენტარები