• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

” ნოსტე, ახსენით რა არის ეს!” – რას წერენ მომხმარებლები “ნოსტეს” ქათამზე და რას პასუხობს კომპანია ალიას?

ალია ავტორი - ალია
20:49 07-13-2023
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32,774

“ალიას” არაერთმა ადამიანმა მოგვწერა, და გვთხოვა, გაგვერკვია, რატომ არ პასუხობს კომპანია “ნოსტე” სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს და ტექსტს, რატომ არ აკეთებენ მომხმარებლებისთვის განცხადებას, ხომ არ ემუქრებათ მათ შვილებს და მათი ოჯახის წევრებს რაიმე სახის საფრთხე ჯანმრთელობის მდგომარეობის. კომპანიის მომხმარებლები გვიგზავნიდნენ სქრინებს სოციალური ქსელიდან.

როგორ გაირკვა,. ჯგუფში, “სასოწარკვეთილი მომხმარებელი”, გავრცელდა ფოტო წარწერით: “ნოსტე ვერ გავიგე, ეგი ბუნდღა შიგ რატო შეუდეთ?”

კომენტარებში მოქალაქეები წერენ:

მუტაცია განიცადა სავარაუდოდ და ბუნდღა შგნითაც გამოეზარდა. აბა რატო შეუდებდნენ.

ტემპერატურის შესანარჩუნებლად

ცუდი ალექსანდრიტის ბრალია ალბათ

ჯადოა უეჭ

ალბათ მოვლის პირობები არ გაითვალისწინეთ და არ მოთიბეთ ბალახი

თქვენ ის უნდა ნახოთ , ბუნდღლიან ქათამს რომ შამფურზე წვავებ და მაღაზიებში მასე ყიდიან.

 ნოსტე ახსენით რა არის ეს !

რა უბედურებაა ყველაფერი როგორ უნდა შეგაძულონ.რა უნდა ჭამო ვერ გავიგე რა.

რატომ აღიქვამთ ასე მძაფრად ყველაფერს არ მესმის. ყველა ქათამს აქვს ბუმბული ე.წ. “ბუნდღა” და შემდეგ პუტავენ და ასუფთავებენ. ალბათ ეს მცირედი ნაწილიც შეყვა და რა მოხდა რომ მოაშოროთ ისედაც ხომ რეცხავთ და ასუფთავებთ ქათამს? ეს თუ საზიზღრობა გგონიათ კიდევ კარგი რომ გასაპუტი ქათმები არ გინახავთ თორემ სულ აღარ შეჭამდით.

რათ უნდა ნოსტეს ქათამს შიგნით დათვალიერება ისედაც ნახევრად გასაპუტი ქათმები უდევთ დახლზე სულ, ნუ არც მალავენ რო დანარჩენი ჩვენ უნდა გავპუტოთ ამას წინათ ოდნავ სუფთას ვეძებდი და გამყოდველმა გაკვეთილები ჩამიტარა როგორ უნდ აგავპუტო და მერე გავტრუსო ქათამი თორე სხვანაირად არ მოიხმაროო მოაყოლა

თავს გაიმართლებენ დივერსიული აქტია, კონკურუნტებისგანო

ჯერ ისეთაც არ მომწონდა ამათი ქათმები ვიდზე და არ ვყიდულობდი ხოლმე და ეხლა ვაფშეე

ისედაც მეზიზღებოდა ნოსტე,საშინლად ცხიმიანია და საშინელი გემო აქვს, ეხლა კიდე უფრო მეზიზღება

მთელი ბავშვობა ჭიანი ხილს ჭამდნენ პური რო დაუვარდებოდათ აიღებდნენ შეუბერავდნენ და ჭამდნენ გუდრონებს ღეჭავსნენ რაღაც ბალახებს ჭამდნენ ნახევრად გასაპუტ ქათამს ჭამდნენ და ეხლა კი 1დღე ვადა გაუვა პროდუქტს ან ბუმბულს იპოვიან და უცებ ვაკელ სვეცკებად გადაიქცევიან ხოლმე თითქოს გასაპუტი ქათამი არ უნახავთ

უნდა შეაგროვოთ და ბალიში შეკეროთ,საჩუქარია რა უმადურობაა

თმა ჩაუბრუნდა ეტყობა

ორჯერ ისეთი აქოთებული მენჯ-ბარკალი გამომატანეს რუსთავის ფილიალიდან…ხსენებაც აღარ მინდა ნოსტესი.რამოდენიმე ბარკალში თითო-თითო შეურიეს,ვითომ არაფერი

რაღა უნდა აჭამო შვილებს ვერ გაიგებ რა, ნოსტეც ყარს უკვე 

სოფლისო არ მითხრათ, ყოველთვის არ გვაქვს ეს სოფლის და რა ვქნათ?

რატო გიკვირთ?? შიგნეულობის და თავ-ფეხის გარეშეო აწერია ბუმბულის გარეშეო წაიკითხეთ სადმე?

უდანაკარგოდ.

შიგნეულობა რომ ამოაცალეს, ნამეტანი დამსუბუქდა და მაგიტომ ბუნდღა ჩოუდე

 

შეიძლება იყოს საკვები and ტექსტი გამოსახულება

“ალია” დაუკავშირდა კომპანია ნოსტეს, ფოტოს გამოქვეყნებიდან დაახლოებით 1 დღის შემდეგ, რომ გვეგონა, შეწუხდებოდნენ, გარკვევას და პასუხის გაცემას დაგვპირდებოდნენ, კომპანიის წარმომადგენელმა გამოგვიცხადა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურთ. გვითხრეს ისიც, რომ მათი “პროდუქცია იმდენად მასობრივი მოხმარების არის, რომ მუდმივად არის ვიღაც უკმაყოფილო და ყველა ერთნაირად კმაყოფილი ვერ იქნება.”

ძალიან უცნაური იქნებოდა, იმით, რაც ფოტოზე ჩანს, ვინმე ყოფილიყო კმაყოფილი.

ცხადია, ჩვენ ვერ ვამტკიცებთ, რომ ფოტოზე ნამდვილად ნოსტეს პროდუქციაა, მაგრამ ეჭვის შეტანის საფუძველსაც ვერ ვხედავთ მომხმარებლის ნათქვამში, მაშინ, როცა, კომპანიის წარმომადგენელს საერთოდ არ სურს პასუხის გაცემა.

როგორც ნოსტე ამბობს, მისი პროდუქტი მასობრივი მოხმარებისაა, კომენტარები “მასობრივი მოხმარების” ფონზე, მცირე დაგვხვდა, თუმცა, ნოსტესვე გვერდზე, სოციალურ ქსელში, მოქალაქეები, პროდუქტის მიწოდების სიმწირეს ასახელებენ და იქვე უკომენტარებენ, რომ აქციას კი აცხადებენ, ხალხსაც ალოდინებენ, სააქციო ფასით რომ იყიდონ პროდუქცია, თუმცა, პროდუქცია რეალურად, ძალიან მცირე მოდის – ვერ გეტყვით, შესაძლოა, კომპანიას არც ეს კომენტარები უნახავს საკუთარ გვერდზე:

ვერც იმას გეტყვით, იცის თუ არა ნოსტემ, რომ მისი მომხმარებელი, მისივე გვერდზე გაზიარებულ ვიდეორეცეპტზე, იქვე უკომენტარებს, რომ კერძის მომზადებისას, სჯობს, გრძელი თმა არ იყოს გაშლილ მდგომარეობაში და ამ მომხმარებლებსაც არავინ პასუხობს:
“ალიას” კიდევ ერთი ინფორმაცია მოგვაწოდეს მომხმარებლებმა “ნოსტეს” პროდუქციაზე, რომელსაც ამ ეტაპზე არ ვასაჯაროებთ, რადგან ინფორმაციის გადამოწმებას და ექსპერიმენტის ჩატარებას ვგეგმავთ. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, ცხადია, შედეგს შეგატყობინებთ და თუ დადასტურდა ის ინფორმაცია, რაც მოგვაწოდეს, “ნოსტეს” მომხმარებელს ცუდი სიურპრიზი ელის.
დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მოგვმართეთ – 555 46 08 04
თეგები: ნოსტენოსტეს ქათამიქათამი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved