• რეკლამა
  • კონტაქტი
21:17, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნომრის რედაქტორი, სულ სისხლში იყო ამოსვრილი… მერე მე ისე დამარტყა მუჭი სახეში, რომ წინა კბილები სულ ჩამიმტვრია“

ალია ავტორი - ალია
02:35 07-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

ვაგრძელებთ საფრანგეთში პოლიტიკური სტატუსით მცხოვრებ გაზეთ „შანსის“ ყოფილ რედაქტორთან, ბონდო ქურდაძესთან ინტერვიუს, რომელმაც სააკაშვილის ნეოფაშისტური რეჟიმის დროს დატოვა საქართველო, თუმცა ის ასეთივე შეუპოვრობით ებრძოდა შევარდნაძის ტირანიას. ამ სტატიაში ბონდო ქურდაძე გვიამბობს იმ ეპიზოდზე, როდესაც გაზეთ „შანსში“ დაბეჭდილი სკანდალური წერილის შემდეგ, მხედრიონის ბანდ-ფორმირებებმა როგორ ვერ განახორციელეს  საბურთალოს პოლიციაში დაგეგმილი ოპერაცია და როგორ დაარბიეს „მხედრიონის“ მოთავეებმა „შანსის“ რედაქცია, როგორ სცემეს გაზეთის მთავარი რედაქტორი და ნომრის მორიგე რედაქტორი.


ბონდო ქურდაძე:

აფხაზეთის ომი ახალი დამთავრებული იყო. ქვეყანა – მთლიანად დემორალიზებული. ისეთი განუკითხაობა სუფევდა, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. მხედრიონის ბანდ-ფორმირებები ძარცვავდნენ და დათარეშობდნენ ქვეყანაში. ასეთი მძიმე ვითარების დროს ერთ დღეს ჩემთან მოდის ჩემი ჟურნალისტი ლანდა მასხულია და ასეთ ინფორმაციას მაწვდის: მისმა ერთ-ერთმა ნაცნობმა, რომელიც საბურთალოს პოლიციაში მუშაობს, მას შეატყობინა, რომ საბურთალოს პოლიციაში დაკავებული ერთ-ერთი მხედრიონელი პატიმარი, რომელმაც თავისი გერი გააუპატიურა, გადაყავთ ციხეში, მხედრიონი კი აპირებს თავდასხმას საბურთალოს პოლიციაზე და დაკავებული მხედრიონელი პატიმრის გატაცებას.


 ჩვენი გაზეთი გამოდიოდა ორშაბათს, ამ ინფორმაციის გამო გაზეთის ერთი ნომრის გამოშვება ერთი დღით გადმოვწიეთ. გაზეთი გამოვიდა და დაიბეჭდა წერილი, რომელსაც ხელს აწერდა ლანდა მასხულია. ამის შემდეგ პოლიციაზე თავდასხმა მხედრიონის მხრიდან ჩაიშალა. პატიმარი ვერ გაიტაცეს. სპეცნაზი მოვიდა და მხედრიონელებს უკან დაახევინა. ალბათ, ახსოვთ ადამიანებს, მხედრიონელებს გულზე ეკიდათ მედალიონი წმინდა გიორგის გამოსახულებით. წერილის ავტორი წერდა, მხედრიონელებს წმინდა გიორგის ნაცვლად სატანა უნდა ჰქონდეს გამოსახული გულზეო. ამ პატიმრის გატაცება იმიტომ უნდოდათ, რომ ძალიან დიდ თანხას უხდიდნენ ამ საქმის განხორციელებაში.

სტატიის დაბეჭდვის შემდეგ კბილებამდე შეიარაღებული მხედრიონელები სამხედრო მანქანებით მოცვივდნენ გამომცემლობასთან, მეოთხე სართულზე, სადაც „შანსის“ რედაქცია იყო, ყვიროდნენ, სატანები მოვედითო. იქვე, ფეხმძიმე გოგოს, ნონა ლომიძეს, ხელი ჰკრეს. ისე მოიქცნენ, როგორც „ნაცები“ „იმედის“ ტელევიზიაში. „ნაცები“ მხედრიონელების მემკვიდრეები არიან, ისეთივე კრიმინალები და ნაძირლები. შემდეგ 70 წელს გადაცილებულ ჩემს ჟურნალისტს, ავთანდილ გველესიანს ხელი ჰკრეს. გავეშებული მხედრიონელები გვეძებდნენ ნომრის რედაქტორს გიგლა გობეჩიას და მე, მთავარ რედაქტორს. ბოლოს შემოვარდნენ ჩემს კაბინეტში. გიგლაც ჩემთან იყო. მოვედით სატანები, თქვენი სისხლი უნდა დავლიო, სად არის წერილის ავტორი ლანდა მასხულიაო? გაზეთის ნომერი ხელში ეჭირათ და ყვიროდნენ, შეხედეთ, რამდენი მეგრული გვარიაო.

გიგლა გობეჩია მხედრიონელს შეეკამათა, ჩვენ სიმართლე დავბეჭდეთ, ის კაცი, ვინც გერი გააუპატიურა, ავადმყოფია, ან საავადმყოფოში უნდა იწვეს, ან ციხეში უნდა იჯდესო. ჩვენმა გაზეთმა დამნაშავე მხედრიონელს მოუსპო გაქცევის საშუალება, ასე რომ, სწორედ მოვიქეცითო. ამის შემდეგ გიგლა გობეჩია სასტიკად სცემეს, სულ სისხლში იყო ამოსვრილი მისი მაისური. ის სისხლიანი მაისური მე საქართველოში მაქვს შენახული. მერე მე მკითხეს, მთავარი რედაქტორი თქვენ ხართო? რატომ დაბეჭდეთ ეს წერილიო. ჩვენ სიმართლე დავბეჭდეთ-მეთქი. ვიცი, შენი გაზეთი ფრონტზე იყო და გუშინდელი დღისთვის მადლობა, მაგრამ დღევანდელი დღისთვის აი, პასუხიო – და ისე დამარტყა მუჭი სახეში, რომ წინა კბილები სულ ჩამიმტვრია. ახლა კეთილი ინებე და იმავე გვერდზე, სადაც ჩვენზე დაბეჭდე სტატია, მოგვიხადე ბოდიშიო. ერთი სიტყვით, დაგვარბიეს, გვცემეს და წავიდნენ.

ეს შევარდნაძის სისხლიანი რეჟიმის დროს, თბილისის ცენტრში, რუსთაველზე მოხდა. ამ ფაქტის შემდეგ რედაქციაში მოვიდა სანდრო კავსაძე, შევარდნაძის მრჩეველი. დეტალურად გამომკითხა ყველაფერი, მაგრამ რეაგირება – ნოლი. გია ჭანტურიამ დამირეკა და მისვლა მთხოვა. ეს უკვე ის პერიოდი იყო, შევარდნაძესა და ჭანტურიას შორის დაძაბული რომ იყო ვითარება. გიორგი ჭანტურია თანამიგრძნობდა. ეს იყო და ეს. სხვა არავინ გამომხმაურებია.


– ბონდო, გამომცემლობაში იმ პერიოდში იმდენი რამ ხდებოდა, არ მახსოვს, ბოდიში მოუხადე მხედრიონელებს გაზეთიდან? შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?


– ბოდიშის მოხდას სიკვდილი მერჩივნა. ამას ჩვენ ვერ დავუშვებდით. ჩემს ჟურნალისტს, ავთანდილ გველესიანს ვთხოვე, მოემზადებინა საპასუხო წერილი. მერე დავურეკე „შანსის“ მხატვარს ზალიკო სულაკაურს. მოვიდა ზალიკო და ვეკითხები, საფრთხობელა ხომ გინახავ, ვენახში რომ კიდებენ-ხოლმე? კი, როგორ არაო. ჰოდა, დახატე საფრთხობელა ჩოხა-ახალუხით და გულზე გაუკეთე ბაფთა-მეთქი. სად ჩოხა და სად ბაფთაო, – მკითხა. მიდი, შენ გააკეთე, რასაც გეუბნები, ამ ჩოხას ზედ ჯაბას თავი დაადგი-მეთქი. ზალიკო გაშრა, – მეხუმრებიო? ამის შემდეგ ზალიკომ დახატა საფრთხობელა.

გაზეთის წინა გვერდზე, საფრთხობელას ნახატის  გვერდით, დაბეჭდილი იყო ავთანდილ გველესიანის წერილი სათაურით: „ედუარდ შევარდნაძემ ჯაბა იოსელიანისგან საფრთხობელა შექმნა“.

წერილში აღნიშნული იყო, რომ ყველაფრის ავტორი, რა უბედურებაც მაშინ ხდებოდა ქვეყანაში, შევარდნაძე იყო და იყენებდა ჯაბას. სტატიაში ჩამოთვლილი იყო მათი ცოდვები, ხოლო მესამე გვერდი, სადაც ის სკანდალური წერილი დაიბეჭდა, მთლიანად ცარიელი იყო, ჩასმული იყო ჩარჩოში და დიდი ასოებით ეწერა: „შანსი ბოდიშს არავის უხდის!“

მეორე დღეს მე ბორჯომში წავედი, ჩემს დედულეთში. გავიგე, რომ ვიღაცას ეს გაზეთი შეუტანია ჯაბასთვის, შეხედე, რა გაბედესო. ჯაბას წაუკითხავს სტატია. იქ, ჯაბასთან კაბინეტში სხვაც იყო. პირველი გვერდის წაკითხვისას ჯაბას უთქვამს, ბონდო ქურდაძეს უნდა, შევარდნაძეს გადამკიდოსო, ხოლო ცარიელ გვერდზე რომ დაუხედავს, უთქვამს, ქურდაძე ვაჟკაცი კაცი ყოფილა, ეს ვაჟკაცის საქციელიაო. არავინ გაბედოს მისი შეწუხება და ბუზი არავინ აუფრინოსო. ასე მოიქცა ჯაბა იოსელიანი.


ნანა, მე წაკითხული მაქვს შენი სტატია, საკანში მოშიმშილე ქალებს სააკაშვილის ჯალათები რომ შემოგივარდნენ და სისასტიკით ცნობილ პოლიციის გენერალს ჭარბაძეს ფეხები მაგიდიდან ჩამოაღებინე. ეს უფრო დიდი გმირობაა, ვიდრე ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ ის უნდა გაგვეკეთებინა, რაც გავაკეთეთ. შენ კი, ქალმა, მაშინ, როდესაც გისოსები გაშორებდა საზოგადოებას, ასეთი სიმამაცე გამოიჩინე.


– ბონდო, სიტყვამ მოიტანა და ერთ-ერთი იმ ზონდერებს შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა იყო, რომელიც ზუსტად ისე მოიქცა მაშინ, როგორც ჯაბა. მან უკან დაიხია, როცა კატეგორიულად მოვთხოვე გენერალ ჭარბაძეს, ფეხები ჩამოეღო მაგიდიდან. ამის შემდეგ გასცა ჭაკუამ ბრძანება, რომ ჭარბაძეს ფეხები ჩამოეღო მაგიდიდან და მიშას ჯალათებს საკანი უსიტყვოდ დაატოვებინა. ორიოდე დღის წინ დავით ჭაკუა გერმანიიდან ექსტრადაციით ჩამოიყვანეს და დააპატიმრეს. ეს მას უწინასწარმეტყველეს 13 წლის წინ, როცა შემოგვივარდნენ საკანში. ასე რომ, ვინ მსხვერპლია და ვინ – შემწირველი.

ნანა სულავა, ალია №23

თეგები: ბონდო ქურდაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved