• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნოემბრის ბოლოს, დეკემბერს დასაწყისში, პარლამენტის პირველი სხდომის მეორე დღესვე სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
12:18 10-12-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
230

ნოემბრის ბოლოს, დეკემბერს დასაწყისში, იმის მიხედვით, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა როდის ჩაინიშნება, სალომე ზურაბიშვილი მეორე დღესვე აღარ იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან მას იმპიჩმენტის წესით მოუწევს დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, 26 ოქტომბერს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება, რასაც პრემიერი მათ წინასწარ ულოცავს.

„ამ ადამიანებს ერთი პატრონი ჰყავთ, სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი პატარა რგოლია, იმ პოლიტიკურ ძალაში, რასაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. აქ ერთი ფაქტორია მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მის ჩართულობას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება არჩევნების შედეგებზე, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლებმა აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა წინა საარჩევნო პროცესებზე კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, პირდაპირ და უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს. ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო სისტემაშიც, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, არაერთი დასკვნაა ეუთო/ოდირის, სადაც გაკრიტიკებულია პრეზიდენტის ჩართულობა საარჩევნო პროცესებში კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ, სხვა ქვეყნების მაგალითებზე მაქვს საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამაზეც გამახვილდება ყურადღება, მითუმეტეს, სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა 26 ოქტომბერს რადიკალური ოპოზიციის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბის გახსნა საქართველოს პრეზიდენტის ოფისში. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ინსტიტუტის, პრეზიდენტის ინსტიტუტის შენობას იყენებს იმისათვის, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბი გაიხსნას, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებაო, ასეთი განცხადება გააკეთა. სინამდვილეში, ერთად მოუწევთ იზეიმონ ძალიან მძიმე მარცხი, მორიგი, მე-9 მარცხი, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ აუცილებლად განიცდის, წინასწარ ვულოცავ ამ მორიგ მარცხს სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობარ პარტიას“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს.

„ეს ერთგვარი წინასაარჩევნო პიარული ტრიუკებია, თუმცა, არავითარი ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის პერსონალური რეიტინგის გათვალისწინებითაც და მთლიანად, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეიტინგის გათვალისწინებით. ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, როდის ჩაინიშნება ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, მეორე დღესვე, სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან მას იმპიჩმენტის წესით მოუწევს დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა. რა თქმა უნდა, იმპიჩმენტს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ერთ თვეში მაინც გაუვიდოდა სალომე ზურაბიშვილს ვადა, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ იმპიჩმენტის გარეშე არ დატოვოს თანამდებობა, კონსტიტუციის დამრღვევმა პრეზიდენტმა სწორედ იმპიჩმენტით უნდა დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა, რასაც ქართველი ხალხი უზრუნველყოფს, რომელიც შესაბამის მანდატს მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved