• რეკლამა
  • კონტაქტი
00:05, ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნოემბრიდან მოყოლებული ვესაუბრებით ვაქცინის მწარმოებლებს – ნიკოლოზ გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
16:08 02-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორის ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, მათ ჯგუფში შემავალი კომპანია „გეფა“, რომელიც სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების ერთ-ერთი დიდი დისტრიბუტორია, ნოემბრიდან ესაუბრება ვაქცინის მწარმოებელ ორ უდიდეს კომპანია, თუმცა ჯერ უშედეგოდ. ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძემ გადაცემა „საქმის კურსში“ ვაქცინის შემოტანის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა.

მან აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში ვაქცინისთვის ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს და კერძო სექტორი ამ ბრძოლის პირველ ხაზზე უნდა იყოს.

„ერთი მხარეა – ვაქცინის მოპოვება და მისი იმპორტი და მეორე – ვაქცინაციის გეგმის შესრულება. მგონია, რომ ორივე ნაწილში კერძო სექტორის ჩართულობა კრიტიკულია. განსაკუთრებით მეორე ნაწილში, იმიტომ რომ კერძო სექტორის გარეშე მოსახლეობის ამხელა მოცვა გაჭირდება, თუნდაც იმიტომ რომ სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობა – პირველადი ჯანდაცვის ობიექტები, სადაც ვაქცინაცია ხდება ხოლმე, კერძოა“, – თვლის ნიკოლოზ გამყრელიძე.

ის ამბობს, რომ კერძო სექტორი აუცილებლად შეძლებს თავისი არხებით შემოიტანოს ქვეყანაში ვაქცინა, თუმცა, კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს.

„შეუძლებელი არაფერი მგონია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა, რთულად, იქიდან გამომდინარე რომ 3 ძირითად მწარმოებელ კომპანიას, რომლის ვაქცინა მისაღებია საქართველოსთვის, პრიორიტეტში უზის ვაქცინის ჯერ სახელმწიფოებისთვის, ხოლო უკვე შემდგომში კერძო კომპანიებისთვის მიწოდება. გარდა ამისა, უკვე გამოჩნდნენ დისტრიბუტორები და გადამყიდველები და იქ ხარისხია შესამოწმებელი. ამიტომ საკმაოდ რთული რუტინაა, რომელშიც ჩვენს ჯგუფში შემავალი კომპანია „გეფაცაა“ ჩართული.

კომპანია, რომელიც სამედიცინო საგნების და მედიკამენტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისტრიბუტორი და იმპორტიორია ქვეყანაში, ვაქცინის შემოტანის პროცესში ჩართულია. ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც Pfizer-ის ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა, კომუნიკაცია გვაქვს ორ ძირითად მომწოდებელთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან სხვა ტიპის მედიკამენტების იმპორტის კუთხით, თუმცა ჯერ უშედეგოდ. მგონია, რომ ეს ყინული მალე დაიძვრება, შეიძლება ეს იმაზე მალე მოხდეს, ვიდრე გვგონია“, – განმარტა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

ნიკოლოზ გამყრელიძეს კერძო სექტორის მიერ ვაქცინის შემოტანის ვადების დასახელება უჭირს და აცხადებს, რომ ეს მწარმოებელი კომპანიების სიმძლავრეების გაზრდაზე და ახალი ვაქცინის ავტორიზებაზეა დამოკიდებული, რაც კომერციული მოპოვებისთვის შესაძლებლობებს გაზრდის.

თეგები: ნიკოლოზ გამყრელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved