• რეკლამა
  • კონტაქტი
15:19, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნივთს როცა ლომბარდში აბარებ, შენი აღარაა… ისეა მუზეუმიც“ – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
20:36 02-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,008

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე:

„გადავავლე თვალი ჩვენი “არტ-ელიტის” პოსტებს და კომენტარებს.
თურმე საკუთარ ნახატს რომ ჩააბარებ გამოფენას და მერე მოიპარავ, სურათის ადგილას კედელზე მოკითხვას დაწერ, ამას ჰქვია “პერფორმანსი”, ქართულად სანახაობა.
საკუთარი ნახატი წაიღოო და საქმე რისთვის აღიძრაო?
ბანკშიც ხომ გაქვთ ანაბარი, შედით და მოიპარეთ?! ოღონდ არ თქვათ სხვადასხვააო, სად ბანკი და სად გამოფენაო?! სხვა ქვეყანაში სცადეთ, ჩააბარეთ გამოფენას ან მუზეუმს და სცადეთ მოპარვა.
ერთმა თანამშრომელმა ვრცელი წერილი დაწერა. ახსნა ეს ყველაფერი. ლამის ჩაქოლეს, რადგან “ელიტის” საპირისპირო აზრი გამოთქვა. სამარცხვინო პოსტად შერაცხეს.
საინტერესო ისაა, რომ ყველაზე მეტად ისინი აქტიურობენ, რომლებსაც ხელოვნებასთან შეხება არ აქვთ.
თანაც ისე იმოძღვრებიან, რომ მათი საპირიაპირო აზრი წინასწარ მტრულად აღიქმება. თუ ჩავარდი მათ პირში, ისე გადაგივლიან, თვალს არ დაახამხამებენ.
რომ ჰკითხო ევროპული ღირებულებების გამო იოგებს გადაიხევენ. საპირიაპირო აზრს კი ისეთი სიძულვილის და ზიზღის ენით ებრძვიან, მიმიქარავს 20-ანი წლების ბოლშევიკები.
ერთი კომენტარი ასეთი იყო: “ამოწყდით სსრკ-ში დაბადებულებიო”.
ერთმა სააკაშვილის დროს 14 წლის ბავშვისთვის 10 წლის მისჯას შეადარა, ბურთის ქურდობის გამო. ერთი და იგივეა ბავშვი და სრულწლოვანი, ბურთი და გამოფენის ექაპონატი?
რატომღაც თავისიფალი აზრი ჰგონიათ აუცილებლად კანონების, წესების, ეთიკის და აუცილებლად ყველა საკითხში უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა. უმრავლესობას რომ რაიმეში დაეთანხმონ, მაშინ ელიტის წარმომადგენლები აღარ იქნებოდნენ.
ისე როგორ იქნებოდა, პრეზიდენტი არ გამოქომაგებოდა. დღევანდელი სიუჟეტებით მივხვდი რატომაც. ახლა მთლად ვიდეო დადო.
მესმის, ადამიანს ალბათ სურდა გამოფენის მიმართ ყურადღების მიქცევა. თუმცა, გვარი მაინც ვერ დავიმახსოვრე. ერთდღიანი სანახაობაა. ხვალ არავის ემახსოვრება.
ჰო, არ ვამბობ, რომ უნდა დაიჭირონ და მიუსაჯონმ შსს-ში როცა ქურდობის შესახებ შეტყობინება შედის, საქმე აღიძვრება. დანარჩენს გაარკვევენ.
უბრალოდ, გამოფენა და მუზეუმი ბინიას ბაღი არაა. ის წარწერა, ხელოვნება თავიაუფალიაო, დაეხატა ტილოზე და ჩაებარებია, ან ფეისბუკზე დაწეროს. სხვის კედელზე რა უფლებით დაწერა? ნივთს როცა ლომბარდში აბარებ, შენი აღარაა. ისეა მუზეუმიც. როგორც ჩააბარე, უსევე უნდა გამოიტანო, დადგენილი წესით.“
თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved