• რეკლამა
  • კონტაქტი
13:53, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნინო ნაცვალაძე: ქართული “სასწაულის” ნაწილია ის, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც ხალხი თავს იკლავს ძალით, და ამაში, ხელისუფლებასთან ერთად მას სამღვდელოებაც ეხმარება

ალია ავტორი - ალია
11:38 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

შტუტგარტის კლინიკის ანესთეზიოლოგი ნინო ნაცვალაძე საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ “დანაშაულია, რაც დღეს საქართველოში ხდება!”.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მოახლოებული კი არა , მოსული სიკვდილის ქრონიკაა… დღეში 60 გარდაცვლილი …

რამოდენიმე დღის წინ, ჩემს ფბ-ში ათეულობით შემოსულ სმს -შორის ყურადღება მიიქცია ყველაზე მოკლემ: -ნინო თქვენა ხართ? -დიახ. რამოდენიმე საათში ისევ მისი სმს შემომდის: – ექიმი? -დიახ. მე მგონი,თქვენ ჩემი ექიმი ხართ, გეძებთ ეს დღეები და აქ მოგძებნეთ. დღესაც მივარდება სატურაცია 85 -მდე . მიშველეთ!…. ასე ეძებდა რამოდენიმე დღე თავის ექიმს ერთ-ერთი ქალბატონი… უკვე წერაც უჭირდა და საუბარიც….
ამ საშინელი პანდემიის მთელ პერიოდში, მიუხედავად უდიდესი დაძაბულობისა, ჩემს პოსტებში და ტვ გამოსვლებში, ვცდილობდი რადიკალური არ ვყოფილიყავი, მაგრამ ამ ქალბატონის ტკივილმა, რამდენიმე დღე რომ ეძებდა თავის ექიმს, წონასწორობა დამაკარგვინა…თითქოს ბოლო წვეთი იყო . გამიჩნდა სურვილი საქვეყნოდ ვიყვირო:
-დანაშაულია, რაც დღეს საქართველოში ხდება!
-დამნაშავეა ნებისმიერი მთავრობა , რომელსაც პანდემიის დაწყებიდან სულ მცირე 1,5 წელში, 3 მლნ-იან ქვეყანაში დღეში 60 ადამიანი უკვდება ….
-დამნაშავეა, როცა 1,5 წლის მერეც მოუმზადებელია და დაჩოქილი არ სთხოვს დახმარებას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, რომლებსაც დღეს სული აქვთ მოთქმული.
-დამნაშავეა ხელისუფლება, როცა არ დადის სოფელ-სოფელ, კარდაკარ, ოჯახიდან ოჯახში და მოსახლეობას არ არწმუნებს აცრის აუცილებლობაში, არ უხსნის, თუნდაც არ ავალდებულებს…დიახ, იმ სიარულს და “თხოვნას” გახსენებთ, არჩევნების წინ რომ კარგად ახერხებთ….
-დამნაშავეა და მკვლელია, როცა რეალობის აღქმა დაკარგული აქვს, და რადგან სიკვდილმა შენს სახლში არ შემოიხედა, “სხვა” ფეხზე გკიდია და ეუბნები, რომ სიტუაცია სტაბილურია.
-დამნაშავეა, როცა სიკვდილი დადის ქუჩაში და პირბადის ტარებასაც აღარ ავალდებულებ, ჯარიმებისგან ათავისუფლებ და მოტივაციას აძლევ ახალ დარღვევებს …
-დამნაშავეა, რადგან არ იზიარებ იმ გამოცდილებას, რომელმაც ბევრგან გაამართლა.
-დამნაშავეა, რადგან ამხელა დანაკარგის ფონზე სინანული და ბოდიში კი არ ისმის, კეკლუცობას და პოზიორობას ვხედავთ მხოლოდ.
-დიახ, დამნაშავეა ხელისუფლება, რომელმაც წელიწადნახევრის განმავლობაში, წინ კი არა, უკან იარა და მოახერხა ის, რაც დღეს გვაქვს: ვართ თითით საჩვენებელი კოვიდინფიცირების და ლეტალობის ტემპით.
-ქართული “სასწაულის” ნაწილია ის , რომ არსებობს ქვეყანა, სადაც ხალხი თავს იკლავს ძალით, და ამაში, ხელისუფლებასთან ერთად მას სამღვდელოებაც ეხმარება.
-გულგაციებული და გულგრილია ქვეყანა, სადაც არაფრად მიაჩნიათ ყოველდღიურად 60 მოქალაქის დაკარგვა….
P.S.უდიდესი პატივისცემა და მოწიწება ჩემს კოლეგებს, მედპერსონალს, ყველაფრის მიუხედავად , მაქსიმალურად რომ იხარჯებიან!”,- წერს ნინო ნაცვალაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved