• რეკლამა
  • კონტაქტი
21:46, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენა თიბისი კონცეპტში

ალია ავტორი - ალია
13:26 08-14-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
194

თიბისი კონცეპტი, დავით კაკაბაძის ფონდთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში?

გამოფენას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე 15 სექტემბრის ჩათვლით მასპინძლობს.

ექსპოზიციას გალერეის ორი სართული ეთმობა, ორივე სართულის ექსპოზიცია მძაფრად არის ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა მიუხედავად კონტრასტისა ერთ მთლიანობას ქმნის და დამთვალიერებელს მხატვრის სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს, რომელიც სხვადასხვა ემოციას თუ კითხვებს აჩენს.

პირველი სართულის გალერეაში წარმოდგენილიასხვადასხვა დროს შექმნილი სკულპტურები და ინსტალაცია, ხოლო მეორე სართულზე მის მიერ 1998 წელს შექმნილი ნამუშევარი – ხელნაკეთი წიგნი “ელენეს”, მიძღვნილი მისი შვილისთვის, რომელიც გრაფიკული ჩანახატების ენაზე შესრულებული ერთი ნამუშევარია. ეს წიგნიგანსაკუთრებული ეტაპია ხელოვანის შემოქმედებაში და მის დანარჩენ პროექტებთან მიმართებაში შეიძლება განიხილოს როგორც ერთ-ერთ საბაზისო ნამუშევრად.

როგორც ავტორი აღნიშნავს: „ამ წიგნში, ვესაუბრები ჩემს შვილს წარმოსახვითი ვიზუალური ენით, ვუზიარებ იმას, რასაც ვერ გავამჟღავნებდი, ან დავტევდი სიტყვებში, ნახატი ინახავს სინამდვილეს, რომელიც თვითონ გადმოსცა თავისუფალმა წარმოსახვამ ინტერპრეტაციის გარეშე“.

იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში ?

ეს სათაურია პირველ სართულზე წარმოდგენილიექსპოზიციის. ნამუშევარი ასახავს სიტუაციას, რომელზეც ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, ექსპოზიცია გამოხატავს რამდენიმე რთულ კომბინაციას რომელიც ვერ წყდება მხოლოდ ერთ ჭრილში. თანმდევი ტექსტი ამ მრავალგანზომილებიანი დიალოგის მცირედი ვერსიაა, რომელიც ისევე როგორც პირველი ნამუშევარი „ელენეს“დიდ სივრცეს უტოვებს მოფიქრალს და აღმქმნელს, რათაბევრი კუთხიდან განიხილოს პრობლემა, სურათი თუ ექსპოზიცია.

ნინო ჩუბინიშვილი / ჩუბიკა, (დაიბ.1969) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 1990იან წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სცენის და კოსტიუმის დიზაინის მიმართულებით სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა კოსტიუმის დიზაინისთვის. 2005-2006 წლებში სწავლა განაგრძო პარიზში, საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში (Institut Français de la Mode). აქვს ისეთი მოდის სახლებთან მუშაობის გამოცდილება როგორებიცაა კენზო და პიერ კარდენი. ჩუბიკა როგორც მოდის სამყაროს ისე თანამედროვე სახელოვნებო სცენის მნიშვნელოვანი ფიგურაა. 1990-იან წლებში იყო არაფორმალური მულტიმედიური არტისტული ჯგუფის გოსლაბის წევრი.

გამოფენის ხანგრძლივობა: 15 სექტემბერი, 2024.

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved