• რეკლამა
  • კონტაქტი
22:50, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს

ალია ავტორი - ალია
12:22 03-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

,,ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, როგორც ყველა სხვა კომპანიას, ასევე ტელევიზიებსაც, გადაუვადოს დაგროვილი გადასახადები და მათთვის საშეღავათო პაკეტი შემოიღოს. როგორც ბურჯანაძე აცხადებს, დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს ტელევიზიების ხელშეწყობას.

,,დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტელევიზიების მუშაობას და მათთვის ხელშეწყობას. ტელევიზიის თანამშრომლებს: ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც უზრუნველყოფს ოპერატიული და ობიექტური ინფორმაციით საზოგადოების ინფორმირებას, ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას, ხელისუფლება ფინანსურ პრობლემებს უქმნის, რაც ტელევიზიის მუშაობას მხოლოდ შეაფერხებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით და საერთოდ ყველა პრობლემის დროს, მნიშვნელოვანი წამალი ოპერატიული და ობიექტური ინფორმაციის მიღებაა, რასაც სწორედ მედია საშუალებები თავდაუზოგავად აკეთებენ. როდესაც, ქვეყანაში გაჩერებულია თითქმის ყველა ბიზნესი და ვიღებთ სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს, ტელევიზიებს, ,,მთავარს” და ,,ტვ პირველს,” რომლებიც გამოირჩევიან ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით, ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ ტელევიზიებს ინკასო ავტომატურ რეჟიმში დაედოთ, არ შეესაბამება სიმართლეს.

„ცნობილი გახდა, რომ ორივე ტელევიზიამ, როგორც ,,მთავარმა”, ასევე ,,ტვ პირველმა”, გადასახადების გადავადებასთან დაკავშირებით თხოვნა ჯერ კიდევ 10 დღის წინ გააგზავნა ფინანსთა სამინისტროში. ნამდვილად დაუჯერებელია, რომ ამ კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლება სარგებლოს შემთხვევით და ცდილობს ოპოზიციურად განწყობილი მედია გააჩეროს. ჩემი და ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციის ,,ერთიანი საქართველოს” სახელით გამოვდივარ ინიციატივით, ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ებრძვის კორონავირუსს, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედია გამართულად მუშაობდეს და მოსახლეობას შეუფერხებლად აწვდიდეს ინფორმაციას, აუცილებელია, რომ ფინანსთა სამინისტრომ და მთავრობამ გადაუვადოს ყველა ის გადასახადი, რაც აქვთ დაგროვილი და შემოიღოს საშეღავათო პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს კრიზისულ ვითარებაში ტელევიზიების შეუფერხებლივ მუშაობას. ეს გადაწყვეტილება იქნება იმის დადტური, რომ ხელისუფლებას მნიშვნელოვნად მიაჩნია დემოკრატიული პრინციპების და ადამიანების სწორი ინფორმირებულობის შენარჩუნება ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი როგორშიც დღეს ჩვენი ქვეყანაა”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ინფორმაციას პარტია „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved