• რეკლამა
  • კონტაქტი
13:38, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა მელიას რატომღაც მოუნდა, რუსთაველზე გააცნოს თავისი გეგმა მხარდამჭერებს, არ მივიჩნევ, რომ განსაკუთრებული აქციაა და უნდა წავიდე – სანდრო რაქვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:41 10-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

სავარაუდოდ, დარღვევებმა შედეგებზე განსაკუთრებული გავლენა არ იქონია. პრობლემა დათვლის პროცედურებია. ზოგადად, „ქართულ ოცნებასა” და „ნაციონალურ მოძრაობას” შორის დაპირისპირება მეორე ტურში სრულიად იდეებს მოკლებული იყო და მარტივ მიშა-ბიძინას თამაშში გარდაიქმნა, რომელშიც, როგორც წესი, „ქართული ოცნება” იმარჯვებს ხოლმე, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ოპოზიცია უფრო მეტ ქალაქში მოიგებდა.

„ერთადერთი, რაზეც კითხვებია, არის ბათუმი, ძალიან პატარა სხვაობაა და საკმაოდ ბევრი კითხვაა. ზოგადად, შედეგები, მგონი, ხალხის ნებას ასახავს, რამდენადაც დისკომფორტული არ უნდა იყოს ეს შედეგი. ვნახოთ, რა აქცია იქნება, მაგრამ, ზოგადად, დიდი ხანია, ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებს პრობლემა აქვთ, ისინი გაერთიანებული არიან ადამიანების ირგვლივ და უნდა ყოფილიყვნენ გაერთიანებული იდეების ირგვლივ. ეს იყო ერთადერთი შანსი „ქართული ოცნების” დამარცხების. ამას ხშირად ვამბობდით, მაგრამ არ გვიჯერებენ. აგერ, შედეგიც. როცა უბრალოდ შეიკრიბა ბევრი სხვადასხვა ადამიანი რაიმე იდეის გარეშე გარდა იმისა რომ, ჩვენ უკეთესი ვართ ვიდრე „ქართული ოცნება”, ამის გარდა, რომ ამომრჩეველს არაფერი შესთავაზეს დადგა ის შედეგი, რაც დადგა”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, დღეს რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისვლას არ აპირებს.

„თუ რაიმე გეგმა იყო, როგორ დავამარცხოთ „ოცნება”, რაღა დღეს მოგვიყვებიან, უფრო ადრე ეთქვათ, მარტივი იქნებოდა. მგონი, უფრო მნიშვნელოვანია, შეცდომებზე ვისწავლოთ და დავფიქრდეთ, რომ ამომრჩეველს იდეა უნდა შევთავაზოთ, როგორ უკეთეს საქართველოს ვთავაზობთ. მარტო ის, რომ ჩვენ უკეთესი ხალხი ვართ და ლამაზად გამოვიყურებით, საკმარისი არ არის. თავისთავად აქციებში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ დღევანდელი აქცია არც კი ვიცი, რა აქციაა. რატომღაც ნიკა მელიას მოუნდა, რუსთაველზე გააცნოს თავისი გეგმა მხარდამჭერებს და რავიცი, შესაძლოა, პრესკონფერენცია ჩაეტარებინა. არც მივიჩნევ, რომ განსაკუთრებული აქციაა და უნდა წავიდე, ჩავრთავ ტელევიზორს და მოვუსმენ, რას იტყვიან. თუ რაღაც აქციები იქნება ზოგადად, იყოს, რატომაც არა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved