• რეკლამა
  • კონტაქტი
02:06, სამშაბათი, 30 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა მელიას ხალხთან დიალოგის უნარები აქვს, „ლელოს“ კი უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი – ქართული პოლიტიკის ამ ორ ელემენტს, შეუძლია ერთმანეთი შეავსოს – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:49 12-29-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
199

ვფიქრობ, რომ შეიძლება, საკმაოდ საინტერესო ალიანსი შედგეს და რაღაცნაირად, სინერგია შექმნას მათმა გაერთიანებამ – ნიკა მელიას ხალხთან დიალოგის უნარები აქვს და ხალხი ამ დიალოგს არის მოწყურებული – „ლელოს“უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი აქვს. ქართული პოლიტიკის ამ ორ ელემენტს შეუძლია რომ ერთმანეთი შეავსოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ქართულ პოლიტიკაში მატერიალური რესურსები, „საკმაოდ პრობლემატურია“, რისი შესაძლებლობაც „ლელოს“ გააჩნია.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნიკა მელიას გარკვეული თვისებები აქვს, რაც ჩვენი პოლიტიკური ველიდან საკმაოდ იშვიათია. შეიძლება ითქვას, რომ დეფიციტურია. მას ხალხთან დიალოგის უნარები აქვს და ხალხი ამ დიალოგს მოწყურებულია. მას შეუძლია, სერიოზული პოლიტიკური დინამიკა შექმნას, რაც „ლელოსთვის“იმ სისუსტის შევსების რეცეპტი იქნება, რაც მას აქვს. ქართული პოლიტიკის ამ ორ ელემენტს, შეუძლიათ, რომ ერთმანეთი შეავსონ. არა ხელი შეუშალონ ერთმანეთს და რაღაცნაირად დუბლირება მოხდეს, არამედ, გააწონასწორონ და ჰარმონიული ორგანიზმი შექმნან. ვფიქრობ, რომ ამის პერსპექტივა არსებობს. „ლელოს“ ძალიან სერიოზული რესურსები აქვს, რომლის კაპიტალიზაცია უნდა მოხდეს. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მატერიალურ რესურსებს, რაც საკმაოდ პრობლემატურია ქართულ პოლიტიკაში. „ლელოს“ ეს რესურსი აქვს. გარდა ამისა, მას აქვს უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი. თუ გადახედავთ, ვინ არის ამ პარტიაში, დავინახავთ, რომ იქ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ინტელექტუალური კაპიტალია დაგროვილი. უბრალოდ, ამას ახლა რეალურ პოლიტიკაში კონვერტაცია და ხალხამდე მიტანა. ზუსტად, აი აქ დაეხმარება მელია [ლელოს] სერიოზულად“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, პოლიტოლოგის თქმით, ამ ორ პოლიტიკურ ფიგურას პარტნიორობის გამოცდილება აქვთ, რაც კარგია და ქართული პოლიტიკისთვის „იშვიათი“.

„ვფიქრობ, რომ შეიძლება, საკმაოდ საინტერესო ალიანსი შედგეს და რაღაცნაირად, სინერგია შექმნას მათმა გაერთიანებამ, მითუმეტეს, მათ პარტნიორობის გამოცდილება აქვთ. გვახსოვს ადგილობრივ მერის არჩევნებზე, როგორ დაკომპლექტდა, ფაქტობრივად, ქალაქის ჩრდილოვანი კაბინეტი. მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო ნიკა მელია, არ ჰქონია პრეტენზია რაღაც დომინირებაზე, რა პრეტენზიაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მუდმივად აქვს. ეს კარგი გამოცდილებაა, სხვათა შორის, ძალიან იშვიათი ქართულ პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ალიანსი შეიძლება გამოვიდეს, მითუმეტეს, რომ ნიკა მელია, ფაქტობრივად, დისტანცირდა იმ ნეგატივისგან, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის დამახასიათებელი. ასეთი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირების პროცესში, მან შეიძლება, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, თუმცა ნუ გავასწრებთ მოვლენებს. ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ განაცხადი, კეთილი სურვილები.

ფაქტია, რომ დღეს ჩვენ გვყავს ამომრჩევლები საკმაოდ დიდი რაოდენობით, რომელსაც არ აქვს არჩევანი არსებული პოლიტიკურ კონიექტურაში, სადაც „ნაც-ქოცური“ სიმბიოზი დომინირებს. ეს ამომრჩეველი არჩევანს ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრზე გააკეთებს, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ვიღაცა მოსწონს თუ არ მოსწონს, არამედ ძალის დემონსტრირებაც უნდა ხდებოდეს. ამ ტიპის გაერთიანებებს, ასე რომ ვთქვათ, რაღაც ძალის სიმპტომები გაუჩნდება, რაც ამომრჩევლისთვის მისაღებია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ არ გამორიცხა, რომ „ლელო“ ნიკა მელიასთან გაერთიანდეს და არჩევნებზე ახალი სახელით წარდგეს.

„გადასაწყვეტია ნიკა მელია და „ლელო“ ცალ-ცალკე გადიან არჩევნებში თუ არა. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, კახეთში შატო „ვაინ ერა“ გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, კახეთში შატო „ვაინ ერა“ გაიხსნა

16:21 09-29-2025
ისარგებლე 20%-იანი ქეშბექით უნივერსიტეტის კაფეტერიაში- თიბისი ახალი თაობისთვის
ახალი ამბები

ისარგებლე 20%-იანი ქეშბექით უნივერსიტეტის კაფეტერიაში- თიბისი ახალი თაობისთვის

13:47 09-29-2025
რჩევები ინვესტორებისთვის: რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება ბინებს რუსთავში
ახალი ამბები

რჩევები ინვესტორებისთვის: რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება ბინებს რუსთავში

14:55 09-27-2025
ლიბერთი ბიზნესისთვის – ახალი გზავნილით „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“
ახალი ამბები

ლიბერთი ბიზნესისთვის – ახალი გზავნილით „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“

14:36 09-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved