• რეკლამა
  • კონტაქტი
05:05, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა მელიას გამო ქუჩაში არ დგას ათასობით ადამიანი, გაცილებთ მეტი ხალხი აპროტესტებდა ჰესის მშენებლობას – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:45 03-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ ჟურნალისტის კითხვას, გმობს თუ არა ნიკა მელიას დაკავებას, ასე უპასუხა:

„ეს ალბათ არ არის ადგილი, რომელსაც რამის დასაგმობად ავირჩევდი, მე ველოდები და მხარს ვუჭერ, კომპრომისს, დეპოლარიაზაციას, დეესკალაციას. არც დრო და არც ფორმა სავარაუდოდ, არ იყო საუკეთესო, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ კომპრომისების მოსაძებნად, რადგან ეს არის გზა საქართველოსთვის, საქართველოს მოსახლეობისა და ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. მოვუწოდებ ყველა მათგანს, ალბათ უფრო მეტად მმართველ პარტიას, რადგან ისინი უფრო პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ თავიდან აიცილონ ის, რის გაკეთებასაც ოპოზიცია ცდილობს, პროვოკაციებისა და დესტაბლიზაციის სცენარის მხრივ. ორივე მხარემ ბევრად მეტი უნდა გააკეთოს, თუ ნამდვილად სჯერათ, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი. მე ამის მჯერა, სრულად დარწმუნებული ვარ და არ ვფიქრობ, რომ ეს კრიზისი ევროპულ გზას შეაჩერებს“

კითხვაზე, ნიკა მელია ციხეშია და როგორ ფიქრობს, მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს თუ არა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „არ ვაპირებ მთავრობას ბრძანება მივცე, განსაკუთრებით „ბიბისის“ ეთერიდან“.

„ვფიქრობ გამოიძებნება გამოსავალი. რამდენიმე დღეში გავიგებთ და ეს იქნება მედიაციის ნაწილი, რომელიც თუ არ ვცდები, უკვე ხვალიდან დაიწყება. მოვუწოდებ ორივე მხარეს, მთავრობასა და ოპოზიციას, შეწყვიტონ რიტორიკა, პროვოკაცია და მოემზადონ ამ დიალოგისთვის, კომპრომისის პოვნისთვის. დღეს ქუჩაში ათასობით ადამიანი არ დგას, სიდიდით მეორე ქალაქში გაცილებთ მეტი ხალხი აპროტესტებდა ჰესის მშენებლობას. აქ, თბილიში 5-დან 8 ათასამდე ადამიანი იყო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. თუ არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ გეთანხმება, კომპრომისი უნდა მოიძებნოს. რაც შეეხება გაყალბების შესახებ ბრალდებას, სულ ცოტა ხნის წინ ეუთო-მ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა არჩევნებზე, სადაც მსგავსი არაფერია ნათქვამი და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს არჩვენების ლეგიტიმურობას. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. სხვა ქვეყნებშიც ვხედავთ, რომ გაყალბება წინასწარ ცხადდება, როდესაც არჩევნები ტარდება. იმ შემთხვევაშიც, თუ მათთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, ლეგიტიმურობა მაინც ეჭვქვეშ დგება, როდესაც წაგებული პარტია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ვფიქრობ, ეს ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა უფრო ძლიერი ქვეყნებისთვისაც. რაც უნდა ვქნათ, არის ის, რომ გადავჭრათ კრიზისები, ევროკავშირთან ერთად, ევროპულ გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თეგები: ნიკა მელიასალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved