• რეკლამა
  • კონტაქტი
14:28, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, საქმის მასალები ამ დრომდე არ მიაწოდეს – პროცესი გადაიდო

ალია ავტორი - ალია
14:02 06-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
209

წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო გასამართლებული ნიკა მელიას პროცესი გადაიდო. ადვოკატების განცხადებით, ისინი საქმის მასალებს და ბრალდების მხარის მიერ საქმეში ჩადებულ მტკიცებულებებს არ იცნობდნენ და სწორედ ამის საფუძველზე მოითხოვეს პროცესის გადადება, რაზეც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი დათანხმდა.

მისივე ინფორმაციით, შემდეგი სხდომა 23 ივნისს გაიმართება:

ნიკა მელიას უკანონო გატაცება პირდაპირ კავშირშია აღნიშნულ საქმესთან. დღემდე დაცვის მხარეს არ გვაქვს არცერთი დოკუმენტი, რა დაედო საფუძვლად ნიკას დაკავებას და გატაცებას და არანაირი მტკიცებულება არ გასაჯაროვებულა და ადვოკატებს მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული მტკიცებულებები არ გადმოგვცემია.

შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას გაგვეარა ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფთან პოზიციები და აქედან გამომდინარე მოვითხოვეთ ვადა, რომ მოგვცემოდა დრო შესავალი სიტყვის მოსამზადებლად. ეს გახდა საფუძველი, რომ პროცესი გადაიდო 23 ივნისს.

ჩვენ მივმართეთ ყველა უწყებას, შსს-ს, სახალხო დამცველს, გავაკეთეთ მასმედიით აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, რომ გასაჯაროვდეს კადრები, რომ გადმოგვეცეს საქმის მასალები, მაგრამ ორი კვირაა დაახლოებით გასული აღნიშნული უკანონო დაკავებიდან და დღემდე ჩვენ, დაცვის მხარეს ერთი დოკუმენტიც კი არ გადმოგვცემია – ამბობს მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი.

23 ივნისს ბრალდების მხარე, პროცესზე მოწმე პოლიციელების გამოკითხვას გეგმავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved