ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა.
ენმ-ის გლდანის მაჟორიტარობის დეპუტატი ამბობს, რომ არ აპირებს მის ტარებას, ვინაიდან ეს უსამართლობის სიმბოლოა.
“აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბავ. ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში თუ ვიქნები თქვენს გვერდით იმ ბრძოლაში უახლოეს ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს. ნახვამდის სამაჯურო. ვინც დაიჭერს, ჩემი ბედი არ გეწიოთ”, – თქვა მელიამ.
კომენტარები