„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ხვდება. ორბელიანების სასახლეში მისულ ნიკა მელიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მელია „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე წევრია, ვინც პრეზიდენტის წამოწყებული პროცესის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილს ხვდება. მანამდე პრეზიდენტს ხათუნა დეკანოიძე შეხვდა.
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს უმასპინძლა.
კომენტარები