• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა კვარაცხელიას საქმის პროკურორი მოსამართლეს – თქვენო ღირსებავ, 21 წლის ბიჭი უსამართლოდ სიცოცხლეს გამოასალმეს, 21 დღე არ გვძინებია, ნაბიჯ-ნაბიჯ დავსდევდით და დღეს ისინი თქვენს წინაშეა წარმოდგენილი

ალია ავტორი - ალია
14:47 10-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

თქვენო ღირსებავ, 21 დღე არ გვძინებია არც მე და არც საგამოძიებო ორგანოს, ნაბიჯ-ნაბიჯ დავსდევდით და როგორც იქნა, დღეს თქვენს წინაშე არიან წარმოდგენილი, – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა.

სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, პროკურორმა ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე ისაუბრა.

“დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 7 ოქტომბრამდე მიმალვაში იმყოფებოდნენ. მათ 21 წლის ბიჭი სრულიად უსამართლოდ სიცოცხლეს გამოასალმეს, დღისით, ქალაქის ცენტრში და მიმალვაში იმყოფებოდნენ. აღკვეთის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან ბრალდებულები პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, ბრალდებულები გაიქცნენ, მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ გაქცევას. ამასთან, ამოსაღებია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ასევე, დასადგენია იმ პირთა წრე, რომლებიც ბრალდებულებს მატერიალურ თუ ინტელექტუალურ დახმარებას უწევდნენ. ასევე, ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

თქვენო ღირსებავ, ორივეს პირადად გააჩნიათ ცივი იარაღი და მადლობა ღმერთს, რომ დაკავებისას არ გამოუყენებიათ”,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

პროკურორის თქმით, სასჯელის სიმძიმე, რომელიც მინიმუმ 13 -წლიანი პატიმრობიდან იწყება, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის საფრთხეს ზრდის. ამასთან, მათი ბრალის სიმძიმეს დაემატა მათი მხრიდან გაქცევა, წინააღმდეგობის გაწევაც.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა.

წყარო: Ipn.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved