• რეკლამა
  • კონტაქტი
23:21, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა გვარამიას საქმე – უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
20:38 06-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
716

ნიკა გვარამიას საქმე – უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს:

„2023 წლის 19 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – კახაბერ დამენიასა და  ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატების, ასევე – პროკურორების საკასაციო საჩივრები.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ფინანსურმა დირექტორმა კახა დამენიამ,  როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებმა, სათანადოდ არ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები, არ მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის „ კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, ბოროტად იყენებდნენ მინიჭებულ ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ, შპს ,,ინტერმედია პლიუსისათვის“გამორჩენის  მიზნით, რის გამოც ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს“ მიადგა 6 763 509  (ექვსი მილიონ შვიდას სამოცდასამი ათას ხუთას ცხრა) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ამ ქმედების ჩადენისათვის ნიკა გვარამია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220 მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ნიკა გვარამიამ ასევე ჩაიდინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესე იგი, საწარმოში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის ნიკა გვარამია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220 მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საბოლოოდ,  დანაშაულთა ერთობლიობით ნიკა გვარამიას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
სასამართლოს განაჩენით კახა დამენია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 50 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ზურაბ იაშვილი საქართველოს სსკ-ის 362 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტითა და სსკ-ის 221 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საკასაციო საჩივრები, დაადგინა, რომ  არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303 მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი არ დაუშვა განსახილველად და ძალაში დატოვა”.

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved