• რეკლამა
  • კონტაქტი
09:27, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა გვარამიას პროგნოზი: ,, ეს ყველაფერი იქნება და ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ”

ალია ავტორი - ალია
19:35 03-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,597

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს:

“Sistema strikes back”

მიტინგის დარბევისას მოლაპარაკე უსულო ხმა განმეორდა უარესი შინაარსით: “დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი ზომები” – ეს გვითხრა დღეს კობახიძემ და გუშინწინ ღარიბაშვილმა, რაც საბოლოოდ პარლამენტის წინ ხელისუფლების მიერ მობილიზებული ბრბოს მიერ ევროკავშირის დროშის რიტუალური დაწვით დასრულდა. ეს ყოველივე, ცხადია, ევროპარლამენტში საქართველოზე დღეს გასამართ დებატებს შეგნებულად დაამთხვიეს.

სწორედ დღეს და არა თუნდაც რუსული კანონის მიღებისას, ღიად და ოფიციალურად რუსული სტილის და რუსული ორიენტაციის ავტორიტარული მმართველობა. რუსული კანონის ჩაგდება არ ყოფილა პოლიტიკური განსჯის რაციონალური შედეგი, არამედ “რეპტილიური ტვინის” ირაციონალური პანიკური რეაქცია. კანონი, მართალია, ფორმალურად მიღებული არაა, მაგრამ რეალურად აღსრულდება.

-აღსრულდება “ცოფიანი” ანტიდასავლური პროპაგანდით;

-აღსრულდება სამართლებრივი და ექსტრასამართლებრივი, ძალადობრივი და არაძალადობრივი, ფარული და ღია რეპრესიებით;

– აღსრულდება მედია-ცენზურით და მედიის დახურვის პირდაპირი და არაპირდაპირი (მაგალითად, “საგადასახადო შემოწმებების თუ სპონსორებზე უმძიმესი ზეწოლის) გზებით;

-აღსრულდება საპროტესტო მოძრაობის ცალკეული წევრების თუ პროტესტის თანამგრძნობი პირების ადმინისტრაციული დაკავებებით და სისხლის სამართლის საქმეების შეკერვითა და დაპატიმრებებით;

-აღსრულდება სახელმწიფო გადატრიალების საქმეებით და “აღიარებებით”;

-აღსრულდება “სატანისტების” და “ექსტრემისტების” მიერ მოყოლილი “საზარალი ამბებით”;

– აღსრულდება ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით, მათ შორის, პირადი ხასიათის. “რეპუტაციის შემლახავი” თუ “დანაშაულში მამხილებელი” მტკიცებულებებით;

-აღსრულდება ტოტალური წმენდით საჯარო სამსახურებში და კულტურისა და განათლების სფეროებში;

-აღსრულდება კერძო უნივერსიტეტების დახურვისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დანაშაულებრივ ანტისახელმწიფო ქმედებებში დადანაშაულებით და მათი ცალკეული წევრების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მცდელობით;

-აღსრულდება აგრესიული კოოპტაციით მოსყიდვის, გადაბირების, შანტაჟისა და მუქარის გამოყენებით;

-აღსრულდება დასავლეთის ღია დაგმობითა და მისგან მკაფიოდ დისტანცირებით;

– აღსრულდება რუსეთის ღია მხარდაჭერით და მასთან მკაფიოდ დაახლოვებით;

-თუ და როცა საჭიროდ ჩათვლიან, აღსრულდება აგენტების შესახებ ვითომ ამერიკული კანონის მიღებით.

ეს ყველაფერი იქნება და ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ. გავუძლოთ და გავიმარჯვოთ არა ოცნებასთან ფსევდომოლაპარაკების გზით, არა ორი ოცნების კონცეფციით, რომელთაგან ერთი რუსეთში მიგვათრევს და მეორე ლიბერალურ დემოკრატიაზე და დასავლურ ინტეგრაციაზე “მოგველაპარაკება”, არამედ არათანამშრომლობით, დაუმორჩილებლობით და პროტესტით!

გავიმარჯვებთ არა ფოკუსის გადღაბნით, არა საზოგადოების დაბნევით და იმედგაცრუებით, არამედ მორალური უპირატესობით, ყველას გამაერთიანებელი გზავნილებით და ნდობის აღმძვრელი პროცესებითა და აქტორებით!

გავიმარჯვებთ არა პოპულისტური სიყალბით და ცრუ ალიაქოთით, არამედ იდეალისტური გულწრფელობითა და თავდაუზოგავობით!

გავიმარჯვებთ არა ტაქტიკური ზიგზაგებით, არამედ სტრატეგიული სწორხაზოვნებით!

არა ბუნდოვანებით, არამედ სიცხადით!

ბოლოს, ისევ მედიას მივუბრუნდები: მეგობრებო, მთავარი ხაზი ახლა თქვენზე გაივლის. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს, ცალკე საკუთარი თავის გადარჩენა მოგიწევთ და ცალკე – საერთო საქმის. უნდა გამხნევდეთ და უნდა შეძლოთ, რადგან არავითარი სხვა გზა არ არსებობს. ყველა თქვენ გიყურებთ და თქვენი გამბედაობა და გონივრულობა გადამდები იქნება ყველასთვის. სულ უნდა გახსოვდეთ კაფკა:

“ვიღაცამ სულ უნდა იგუშაგოს.
ვიღაც სულ უნდა იყოს იქ”.

მთავარი არხი • Mtavari Arkhi Formula • ფორმულა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი Kavkasia TV • ტელეკომპანია კავკასია

აბა თქვენ იცით! აბა ჩვენ ვიცით, ყველამ ერთად!

თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან

P.S. ხო მართლა, ოცნებიდან თუ ვინმე გავა, იმას კი ნუ ჩაუღრმავდებით რატომ გავიდა, არამედ იმას, რისთვის გავიდა. მიზეზს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მიზანს დააკვირდით.”

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved