სამხრეთ ნიგერიაში, ეკლესია ჩამოინგრა. ნგრევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვის, – ამის შესახებ „ალ-ჯაზირა“ იუწყება.
გამოცემის ცნობით, ნგრევისას 18 ადამიანი დაშავდა. გადარჩენილი 18 ადამიანიდან 11 კვლავ საავადმყოფოში მკურნალობს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობა საღამოს წირვის დროს დაინგრა.
ნიგერიაში შენობების ნგრევა ხშირია. სამშენებლო სტანდარტები ხშირად უგულებელყოფილია. 2005 წლიდან დღემდე, ქვეყნის უდიდეს ქალაქში, ლაგოსში, 152 შენობა დაინგრა.
ერთ-ერთი ინციდენტიდან, რომელმაც ფართო აღშფოთება გამოიწვია, იყო 2014 წელს, როდესაც ლაგოსში ეკლესიის ჩამონგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები