ნიდერლანდების პოლიცია 28 წლის თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელმაც საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ქვეყნის სამართალდამცავი უწყების ცნობით, შემთხვევა სამშაბათს, 19 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ცნობილია, რომ 32 წლის ქართველი კაცი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
“ამჟამად თორნიკე მანველიძის ადგილსამყოფელი უცნობია. სწორედ ამიტომ, ვაქვეყნებთ მის ფოტოს”, – წერს პოლიცია.
უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მისი დანახვის შემთხვევაში, მას არ მიუახლოვდნენ და დაუყოვნებლივ პოლიციას მიმართონ.
კომენტარები