• რეკლამა
  • კონტაქტი
08:05, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიდერლანდების მოქალაქეს ქორწინების დაპირებით, 57 810 ევრო ჩაარიცხინეს – დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ალია ავტორი - ალია
16:24 11-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჩატარებული გამოძიების შედეგად, ყატარის კომპანიის  NASSER BIN KHALED AND SONS TRADING CO და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით  თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ არარეზიდენტი იურიდიული პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქემ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, ჰაკერულად შეაღწიეს ყატარის კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე და კონტრაქტორი საწარმოს სახელით გაგზავნილი ცრუ შეტყობინების და თანდართული ყალბი ინვოისების საფუძველზე, 2015-2016 წლების პერიოდში, კომპანიას 189 465.50 აშშ დოლარი (452 188.5 ლარი) მოტყუებით საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. 
 
ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულმა ნიგერიის მოქალაქემ, საქართველოს მოქალაქემ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, სოციალურ ქსელ Facebook-ში შექმნეს გამოგონილი პიროვნების გვერდი და კავშირი დაამყარეს ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქესთან. ეს უკანასკნელი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაარწმუნეს, რომ მასთან Facebook-ით კომუნიკაციაში მყოფი პირი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიაში, იემენში დასაქმებული ექიმი, რომელიც გეგმავდა დამსაქმებელთან შრომითი კონტრაქტის გაწყვეტას და უახლოეს მომავალში დაზარალებულთან ოჯახის შექმნას. არარსებული ექიმის თითქოსდა საშვებულებო საკითხების მოსაგვარებლად, ჯგუფის წევრებმა ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეს, 2020 წლის სექტემბერში, 57 810 ევრო (210 563.72 ლარი) საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს, რასაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. 

შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ს.ს. “თიბისი ბანკი”-ს სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების გამოყენებით, ბრალდებულმა დანაწევრებით განათავსა მის საბანკო ანგარიშზე და განკარგა პირადი საჭიროებისამებრ, რითაც მოახდინა 8100 ევროს (29 767.49 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. 

ნიგერიის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ხოლო  მისი თანამზრახველის – საქართველოს მოქალაქის მიმართ თაღლითობის ბრალდებით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved