ნიდერლანდების ხელისუფლებამ 5-11 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციის ნებართვა გასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჰუგო დე იონგემ განუცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება შვილების აცრასთან დაკავშირებით მშობლებმა უნდა მიიღონ.
„მშობლებს შეუძლიათ არჩევანის გაკეთება, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქმედმა ჯანდაცვის საბჭომ დაასკვნა, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში ვაქცინაციას აქვს აზრი“, – განაცხადა დე იონგემ.
ნიდერლანდების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 5-11 წლის ასაკის ბავშვების აცრა 2022 წლის იანვრის მეორე ნახევარში დაიწყება.
ამჟამად ევროკავშირში ბავშვებში მხოლოდ ერთი მწარმოებლის, Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაა ნებადართული.
კომენტარები