• რეკლამა
  • კონტაქტი
10:03, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია ძალიან მოუახლოვდა რუსეთის საზღვრებს – შეხედეთ საქართველოს, სადაც დამტკიცდა კანონი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს არ მოეწონათ და რა? – აი, რა – სანქციები! – მედვედევი

ალია ავტორი - ალია
10:54 06-14-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დასავლეთს რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე, კონტროლის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს.

„უნდა ვაღიაროთ: ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია ძალიან მოუახლოვდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო რუსეთის მეზობლებზე კონტროლის მოპოვება. მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში „ფერადი რევოლუციების“ გაღვივება, როდესაც თბილისსა და კიევში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიატის, მ.სააკაშვილისა და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკის ქმრის, ვ.იუშჩენკოს მარიონეტული რეჟიმები მოიყვანეს ხელისუფლებაში. პირველმა გააჩაღა აგრესია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში, რასაც მოჰყვა მყისიერი და მკაცრი უკუპასუხი რუსეთის მხრიდან. მეორეს მუშაობა შეაჯამა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელშიც ვ. იუშჩენკომ მიიღო ხმების 5%-ზე ცოტა მეტი – ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი მოქმედი სახელმწიფოს მეთაურებისთვის ისტორიაში“, – წერს მედვედევი სტატიაში.

მისი მტკიცებით, „პირველი წარუმატებლობის“ მიუხედავად, დასავლეთმა უარი არ თქვა რუსეთის მეზობლების „დამონების გეგმებზე“, კონცენტრირება მოახდინა უკრაინაში საკუთარი ნეოკოლონიალური პლაცდარმის შექმნაზე და 2014 წლის თებერვლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ქვეყანამ მთლიანად დაკარგა პოლიტიკური სუბიექტურობა.

„რესპუბლიკაზე ფაქტობრივად დამყარდა გარე კონტროლი, რომლის მაგალითებიც უთვალავია მთელ მსოფლიოში. აშკარაა, რომ ახლა უკრაინის ნეოკოლონიური ბორკილებისაგან გათავისუფლება მხოლოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – წერს მედვედევი.

ის სომხეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ არავინ აპირებს სომეხი ხალხისთვის “რჩეულთა კლუბის” კარის გაღებას.

„ჰკითხონ ნეობანდერელებს, მოახერხეს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება. არა, და ისინი ამას მალე ვერ მიიღებენ და მიიღებენ საერთოდ? შეხედონ საქართველოს, სადაც ახლახან დამტკიცდა კანონი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს არ მოეწონათ და რა? აი, რა – სანქციები! ევროპარლამენტის მიერ 2024 წლის მარტში მიღებული რეზოლუცია ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების შესახებ, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი ქაღალდია ვალდებულებების გარეშე“, – წერს მედვედევი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved