• რეკლამა
  • კონტაქტი
20:47, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნემცოვს სიკვდილამდე FSB-სთან დაკავშირებული აგენტი უთვალთვალებდა,სავარაუდოდ იგივე პირი, მონაწილეობდა ალექსეი ნავალნის, ვლადიმერ ყარამურზასა და დიმიტრი ბიკოვის მკვლელობის მცდელობებში”

ალია ავტორი - ალია
11:28 03-28-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
194

BBC-ის ცნობით, ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ რუს ოპოზიციონერს ბორის ნემცოვს სიკვდილამდე თითქმის ერთი წელი უთვალთვალებდა FSB-თან დაკავშირებული აგენტი. ასევე დაადგინეს, რომ იგივე პირი, სავარაუდოდ, მონაწილეობდა ოპოზიციონერების, მათ შორის ალექსეი ნავალნის, ვლადიმერ ყარამურზასა და დიმიტრი ბიკოვის მკვლელობის მცდელობებში.

Bellingcat-ის, The Insider-სა და BBC-ის მტკიცებულებებით, კერძოდ მატარებლისა და ფრენის ჯავშნების მონაცემებით, კაცი პასპორტით ვალერი ნიკოლაევიჩ სუხარევის სახელით ბორის ნემცოვს რუსეთში მინიმუმ 13 მოგზაურობისას უთვალთვალებდა. სულ მცირე ერთხელ, სუხარევს შეუერთდა FSB-ს კიდევ ერთი სავარაუდო აგენტი, ალექსეი კრივოშჩეკოვი.

ჟურნალისტური გამოძიების ცნობით, ბოლოს აგენტი მას 2015 წლის 17 თებერვალს, მკვლელობამდე 10 დღით ადრე გაყვა.

2015 წელს ბორის ნემცოვის მკვლელობა ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობა იყო პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

რუსეთის ხელისუფლებამ მასში ყოველგვარი მონაწილეობა უარყო.

ბორის ნემცოვი პრეზიდენტ ბორის ელცინის დროს ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა და ფართოდ მოიაზრებოდა, როგორც ელცინის მემკვიდრე.
ამის ნაცვლად, პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში, ნემცოვი კი ოპოზიციაში გადავიდა. მან ამხილა კორუფცია და დაგმო 2014 წელს რუსეთის თავდასხმა აღმოსავლეთ უკრაინაზე.

2015 წლის 27 თებერვალს ნემცოვი კრემლთან ახლოს მოკლეს, რამდენიმე დღით ადრე, სანამ ის ომის წინააღმდეგ აქციას გამართავდა.

მის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით ჩეჩენი წარმოშობის ხუთი კაცი დააკავეს, მაგრამ უცნობია, ვინ და რატომ გასცა მკვლელობის ბრძანება?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved