• რეკლამა
  • კონტაქტი
00:02, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნეგატიურმა აზრებმა შეიძლება ისე დაგამახინჯოს, რომ „მეიქაფმაც“ ვერ გიშველოს” – პეტრე კოლხი

ალია ავტორი - ალია
10:47 09-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

აუჯანყდი საკუთარ ცუდ ფიქრებს და ემოციებს, თორემ ადრე დაბერდები, თან ნეგატიურმა აზრებმა შეიძლება ისე დაგამახინჯოს, რომ მეიქაფმაც ვერ გიშველოს, – ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

„ფიქრმა შეიძლება ადამიანი მკვლელად ჩამოაყალიბოს, ან პირიქით, მკვდარი აღადგინოს. ფიქრს ადამიანის მართვა შეუძლია, მაგრამ ადამიანმა უნდა მართოს ფიქრები. საკუთარ თავში ყველა ადამიანი უნდა ერეოდეს ნეგატიურ, ბოროტ, შურისძიებით სავსე ფიქრებს. თუ დააკვირდები, ყველას სახეზე აწერია, ვინ რაზე ფიქრობს. ზოგი მომღიმარია, რომლითაც ხვდები, რომ მისი ფიქრები კეთილი და თავაზიანია…

ზოგი ლოცვაზეც რომ დგას, იმდენად მრისხანე და პირქუში გამოხედვა აქვს, მარტივად შეამჩნევ, რომ ვიღაცის დასჯის და განადგურების სურვილით არის შეპყრობილი. ფიქრიდან ქმედებამდე უმნიშვნელო მანძილია დარჩენილი…

ყველაზე მძიმე საყურებელი ის არის, ცუდი ფიქრების და განზრახვების ფონზე მაინც რომ გიმტკიცებენ, თუ როგორ უნდათ შენთვის კარგი… არადა, შუბლზე მიწერილი ფიქრის წაკითხვა მახვილი თვალისთვის ძალიან ადვილია… ვინც გონიერია, ის ფიქრებს წიგნებივით კითხულობს…

რა მნიშვნელობა აქვს სიტყვებით რას მომასმენინებ, პირის გაღებამდე, ფიქრები უკვე წავიკითხე და ვხვდები, ვის რა უკარგავს მოსვენებას…

მრავალფეროვანი საცხითაც რომ დაიფარო სახე, ადამიანის ნამდვილი გამოხედვა ნიღბების მიღმაც ვლინდება… აუჯანყდი საკუთარ ცუდ ფიქრებს და ემოციებს, თორემ ადრე დაბერდები, თან ნეგატიურმა აზრებმა შეიძლება ისე დაგამახინჯოს, რომ „მეიქაფმაც” ვერ გიშველოს“, – წერს პეტრე კოლხი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved