• რეკლამა
  • კონტაქტი
22:33, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ნებისმიერი აქტივობა, რაც ხელს უშლის ამ პროცესს (ევროინტეგრაციას), არის ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი, გვაახლოებს რუსეთს” – გუგული მაღრაძე

ალია ავტორი - ალია
21:32 11-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
217

ყოფილი პარლამენტარი, გუგული მაღრაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია!

ნებისმიერი აქტივობა, რაც ხელს უშლის ამ პროცესს, არის ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი, გვაახლოებს რუსეთს და შესაძლოა ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაკარგვის საფუძველი გახდეს.

1999 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ყველა ერთად ვიღწვით იმისათვის, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი, რადგან „ჩვენ ვართ ქართველი და მაშასადამე ევროპელი.“

მიუღებელია, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ამდენი ხნის მცდელობა შეფერხდეს ან გადაიდოს. მოლაპარაკების პროცესის გადადება ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში.

ვისაც დაგავიწყდათ, გაგახსენებთ, რამდენი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს საქართველო და ეს პროცესი არც ერთი წუთით არ უნდა შეჩერდეს:

• 1999 წელს საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს.

• 2004 წელს საქართველო შეუერთდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) პროგრამას.

• 2009 წელს საქართველო გახდა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) წევრი.

• 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შეთანხმებას (DCFTA), რომლებიც ძალაში შევიდა 2016 წელს.

• 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა უვიზოდ იმგზავრონ შენგენის ზონაში.

• 2022 წელს საქართველომ ოფიციალურად წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

• 2023 წელს, ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის, კონკრეტული რეფორმების შესრულების პირობით.

და ბოლოს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებას. ეს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია და ამ მიზნის მიღწევას ვერაფერი შეუშლის ხელს!”

თეგები: გუგული მაღრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved