• რეკლამა
  • კონტაქტი
17:53, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კოვიდი დაუდასტურდება, კლინიკაში არ უნდა მოთავსდეს” – მაია ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:57 11-18-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ნფექციონისტი მაია ბუწაშვილი საქართველოში სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადებას საჭიროდ არ მიიჩნევს. როგორც ინფექციონისტმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, კორონავირუსის შესაკავებლად ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები უნდა დაწესდეს, რათა საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს.

მაია ბუწაშვილი: ქვეყნის სრული მასშტაბით კარანტინის გამოცხადებას არ ვემხრობი, რადგან აღნიშნულს ძალიან რთული შედეგები მოჰყვება. რეგიონებში ცალკეული წერტილოვანი შეზღუდვების მიღება აუცილებელი იქნება. ამასთან, საჭიროა აღსრულების მექანიზმის მოძებნაც, რათა დაწესებული რეგულაციები შესაბამისად გაკონტროლდეს. ამ ქვეყნისთვის კიდევ ერთი სრული „ლოქდაუნი“ ნამდვილად დამღუპველი იქნება.

– რა სახის რეგულაციები უნდა დაწესდეს წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში?

– ტრანსპორტის გადაადგილება, სავარაუდოდ, ყველაფერს გააჩერებს. აქ ლაპარაკი არის თავშეყრის ადგილების აკრძალვაზე. თავყრილობა არის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. უნდა მოიძებნოს კანონის აღსრულების მექანიზმები, რადგან არაერთი რეგულაცია არსებობს, რომელიც არ სრულდება.

– საზოგადოებირვი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ მისი შეზღუდვა?

– გამოსავალი იქნებოდა ავტობუსების დამატება და შეიძლება, სამარშუტო ტაქსების შეზღუდვა, რადგან იქ ყველაზე მარტივად ვრცელდება ვირუსი. სამარშუტო ტაქსებში დისტანციის დაცვა შეუძლებელია. დიდი სივრცის მქონე ტრანსპორტის დამატება იქნებოდა გამოსავალი.

– გუშინ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის ექსპერტებს, ინფექციონისტებს შეგხვდათ. რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება ვირუსის გავრცელების შესაკავებლად?

– ჯერჯეორბით, კონკრეტულ შეზღუდვებზე ლაპარაკი არ ყოფილა. მაქსიმალურად იქნება მოწოდებები სავადმყოფოებისთვის, რომ პაციენტების მიღების კრიტერიუმები გამკაცრდეს და სწორად მოხდეს პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დაუდასტურდება კოვიდი, კლინიკაში არ უნდა მოთავსდეს.

წყარო: “პრაიმტაიამი.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved