ნეაპოლის ციხეში პატიმრების ცემის ფაქტზე ციხის 8 მცველი დააპატიმრეს, 18 შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, 52 მათგანი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელდა. კადრებში ჩანს როგორ სცემენ ოფიცრები პატიმრებს ხელკეტებით, ასევე როგორ გარბიან შეშინებული მსჯავრდებულები, მცველები კი მათ მისდევენ.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ნაჩვენებია, რომ ოფიცრები პატიმრებს ხელკეტებით სცემენ, მეორე კადრში პატიმრები გარბიან მცველები კი მათ სასტიკად უსწორდებიან. კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ პატიმრები მუხლმოდრეკილი არიან, მცველები კი მათ უმოწყალოდ სცემენ.
კომენტარები