“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე:
„მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, წინასაარჩევნო საერთო კლიპი იწერებოდა და მისული ვიყავი NDI-ის ოფისში. არ ვიცი იქ ვისი მაგიდა იყო ის, მაგრამ გამოკრული იყო ერთადერთი დიაგრამა, რომელიც ასახავდა იმას, რომ რომელიღაც წელს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ნდობა იყო 98 % და შემდეგ შემცირდა 94 %-მდე. ერთადერთი დიაგრამა იყო გამოკრული NDI-ის ოფისში და ამით ამაყობდა იქ ვიღაც მომუშავე ადამიანი, ხელმძღვანელი, თუ ვინც იყო არ ვიცი, რომ 98 %-დან 94 %-მდე შემცირდა მათი კვლევების თანახმად ეკლესიის რეიტინგი. ეს იყო ამხელა მასშტაბური კამპანიის შედეგი და უხაროდათ, რომ ამ მასშტაბური კამპანიის, უხვად დაფინანსებული კამპანიის საფუძველზე 4 %-ით მოახერხეს ეს. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით ამას, რომ „გამჭვირვალობის კანონის“, რომელიც შემდეგ რუსულ კანონად გამოაცხადეს და ბევრიც მოატყუეს ამ ყველაფრით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის შეჩერება და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ დაგჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს კამპანია შენელებულიყო.”














კომენტარები