• რეკლამა
  • კონტაქტი
12:36, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაზი ევროპა და ბუღა – ევროპის კარს გაგვიღებენ, თუ დავთანხმდებით გეი პარადების ჩატარებას” – მეუფე იოანე

ალია ავტორი - ალია
17:14 06-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

“ევროპული ღირებულებები და რუსოფობია” – ამ სათაურით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე წერილს აქვეყნებს.

წერილი ეპარქიის Facebook გვერდზე გავრცელდა:

“აგორდა ახალი ტალღა ორკესტრირებული სიძულვილისა. გამახსენდა ბოლშევიკური რეჟიმის დროს სხვადასხვა რაიონის პარტიულად სანდო მუშას, თუ გლეხს აფრთხილებდნენ, რომ მისი სახელით ცენტრალურ ან რაიონულ გაზეთში თუ მთავრობის მხარდამჭერი ან მადლიერებით სავსე პროფესიონალი ჟურნალისტის მიერ შესრულებული წერილი დაიბეჭდებოდა, არ გამოეხატა გაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში დაედასტურებინა, რომ თავისი დაწერილია. ნეობოლშევიზმი დღევანდელ საქართველოში თავის თავს ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების დამცველს უწოდებს. ღირებულებათა სისტემები მრავალნაირი არსებობს: ექიმების (ჰიპოკრატეს ფიცი), ამქრების, რელიგიური თემების, პარტიული ჯგუფებისა და ა. შ. ისტორიულად ერთსა და იმავე ტერიტორიაზე დროთა განმავლობაში ვრცელდებოდა განსხვავებულ ღირებულებათა სისტემები. დასავლეთი ევროპა ამის ნათელი მაგალითია. სოკრატეს, პლატონ-არისტოტელესეული და ელინისტურ-რომაული, ქრისტიანული ინკვიზიციამდე და ინკვიზიციის დროინდელი, მატერიალისტურ-ათეისტური. არცერთ მათგანს აზრად არ მოსვლია თავისთვის კონტინენტალური ნიშნით ეწოდებინა სახელი – ევროპული. სკოლის გეოგრაფიიდან ყველას ახსოვს, რომ ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთი საზღვარი ურალის მთებზე გადის, დასავლეთი კი – ატლანტის ოკეანეზე.

ევროპული ღირებულებების მქადაგებლები თავისი სისტემიდან გამორიცხავენ რუსეთს, რომელსაც ევროპის კონტინენტის ნახევარი უკავია და თავის საზღვრებში აქცევენ ატლანტის გაღმა არსებულ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს. ევროპული ღირებულებების მიმდევრებს სხვა სახელის შერჩევა მართებთ. მითოსის თანახმად ნაზი ქალი ევროპა გავეშებულმა ბუღამ გაიტაცა. რუსეთი რომ გამორიცხონ, თავის ლიბერასტული ღირებულებების სისტემას დასავლეთ-ევროპული უნდა უწოდონ; თან რაღაცნაირად ჩრდილოეთ ამერიკაც უნდა შემოიერთონ, თუმცა დასავლეთ-ევროპაშიც პრობლემები აქვთ: თურქულ თემს გერმანიაში თავისი ღირებულებათა სისტემა გააჩნია, საფრანგეთში – ალჟირიდან გადმოსულ არაბთა თემს – თავისი სისტემა. პოლონეთში, მიუხედავად ევროპული ადმინისტრაციული ცენტრების მუქარისა, არ უნდათ ერთნაირ სქესიანთა პირადი ურთიერობის ქორწინებად დაკანონება. ბიბლია ამგვარ ურთიერთობებს „სისაძაგლეს“ უწოდებს (ლევ. 18,22;29. ლევ. 20,13). ქრისტიანებს წმინდა პავლე მოციქულთან ერთად სწამთ, რომ „მამათმავლები სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ“. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში იგივე მოციქული დიაგნოზს უსვამს მამათმავლობისა და ლესბოსელობის, ამ საკუთარი თავის მიმართ სამარცხვინო ქმედების მიზეზს. უნგრეთი ჯიუტად ამბობს უარს გეი პარადების გამართვაზე, კათოლიკეები ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში აპროტესტებენ აბორტის დაკანონებას. საქართველოს ევროპაში კარს გაუღებენ, თუ დათანხდება გეი პარადების ჩატარებაზე და თუ არა – კარს დაგვიკეტავენ. ულტიმატური ენით რატომ გველაპარაკებიან ზოგიერთი ქვეყნის ელჩები? დიპლომატიური კორპუსის ეთიკურ ნორმებს არ არღვევენ როცა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან?

წმ. მირიან მეფის დროიდან ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი და ქრისტიანული მართლმადიდებელი სარწმუნოების ღირებულებათა სისტემის საფუძველზე შექმნა თავისი კულტურა. რამდენი მომხდური გვებრძოდა, რომ უარი გვეთქვა ჩვენს არჩევანზე, მაგრამ ვერ შეგვაცვლევინეს. დღეს ისევ ბრძოლა გვაქვს. ჯერ იყო აგრესიული ათეიზმი, რომელიც გაბოლშევიკებული რუსეთიდან შემოვიდა. საიდან გაჩნდა რუსეთში ბოლშევიზმი? მისი ბელადები ხომ ემიგრაციაში ევროპასა და ამერიკაში იყვნენ და იქიდან დაფინანსდნენ. საქართველოს დასახმარებლად ამერიკიდან გამოყოფილი დიდი თანხის 2/3 არასამთავრობო დესტრუქციულ ორგანიზაციებს გადაეცა. რისთვის? რომ ნეგატიურად შეაფასონ ჩვენი ისტორიული არჩევანი და გვილანძღონ მეფეები, რომლებიც ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სათავეში იდგნენ? ამისთვის დღეს მეც ორკესტრირებულად მლანძღავენ უცნობი გვარ-სახელების უკან მდგომი მანიპულატორები. რა კავშირშია მათი რიტორიკა ევროპულ ღირებულებებთან? აზრის გამოთქმის უფლება ადამიანს აქვს, მაგრამ უსაფუძვლო ცილისმწამებლური, აზრს მოკლებული ლანძღვის უფლება აქვთ? ჩაიხედონ ადამიანის უფლებათა დამცველ ეროვნულ კანონმდებლობაში და თავი დაანებონ მევახშე მიკირტუმა გასპარიჩის ლექსიკით აზროვნებას, საკუთარი თავის ღირსება რამედ თუ მიაჩნიათ. სამართლიანობის დამცველი თვითონ უნდა იყოს სამართლიანი”

 

“LGBT უფლებების რუკა – გაეროს ქვეყნების მხოლოდ 5% კრძალავს სექსუალური ორინტაციის საფუძველზე დისკრიმინაციას – მარიამ კუბლაშვილი”

თეგები: მეუფე იოანე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved