• რეკლამა
  • კონტაქტი
20:29, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნავთობის ფასმა 2008 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

ალია ავტორი - ალია
10:25 03-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

2008 წლიდან მოყოლებული ნავთობის ფასმა მიაღწია უმაღლეს ნიშნულს, ირანული მოლაპარაკებების შეფერხების  და შეერთებულ შტატებსა და ევროპაში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის ალბათობის გამო.

Brent-ის ნავთობის ფასი 11,67 დოლარით, ანუ 9,9%-ით გაიზარდა და 129,78 აშშ დოლარი შეადგინა. ბარელზე WTI – 10,83 დოლარით, ანუ 9,4%-ით 126,51 დოლარამდე.

ამრიგად, ფასებმა თითქმის მიაღწია 2008 წლის ივლისში დაფიქსირებულ მაქსიმუმს (შესაბამისად 147,50 და 147,27 დოლარი ბარელზე).

JP Morgan-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ნავთობი შეიძლება გაიზარდოს 185 დოლარამდე წელს.

ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებები გადაიდო მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოითხოვა აშშ-სგან გარანტიები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო სანქციები არ დააზარალებს მის ვაჭრობას თეირანთან.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არაფერ შუაშია ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან.

მისი თქმით, აშშ და ევროპელი მოკავშირეები რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობას სწავლობენ.

რუსეთი დღეში დაახლოებით 7 მილიონი ბარელი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს ახორციელებს, რაც მსოფლიო მოცულობის 7%-ს შეადგენს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირანს რამდენიმე თვე დასჭირდება ნავთობის ნაკადების აღსადგენად, მაშინაც კი, თუ ბირთვული შეთანხმება აღდგება.

აშშ-ში გალონი ბენზინის საშუალო ფასმა კვირას მიაღწია 4009 დოლარს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის ივლისის ბოლოდან. მომხმარებლები იხდიან 40 ცენტით მეტს, ვიდრე ერთი კვირის წინ, ხოლო 57 ცენტით მეტს, ვიდრე ერთი თვის წინ.

2008 წლის ივლისში შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასი რეკორდულ 4114 დოლარამდე გაიზარდა. თითო გალონზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved