• რეკლამა
  • კონტაქტი
06:26, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნავთობის და გაზის ფასები მკვეთრად ეცემა

ალია ავტორი - ალია
12:18 05-03-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
370

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება – ერთკვირიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 3.5%-ითაა შემცირებული და ამჟამად Brent-ის ღირებულება 75 დოლარს შეადგენს; WTI-ის ფასი კი 72 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთთვიან პერიოდში ნავთობი 12%-ითაა გაიაფებული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ვარდნის მაჩვენებელი 32%-ია.

მკვეთრად ეცემა რუსული ნავთობის ფასიც, ბოლო სავაჭრო სესიაზე Urals-ის ღირებულება 6.5%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელის ფასი 58 დოლარს შეადგენს, რაც ერთ თვეში 10%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ერთწლიან პერიოდში კი რუსული ნავთობი ბირჟაზე 25%-ითაა გაიაფებული.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით გაზი 74%-ითაა გაიაფებული; ერთ წელიწადში თითქმის 64%-ით გაიაფდა ევროპული გაზი; ხოლო ბრიტანეთში ბუნებრივი აირის ღირებულება 45%-ითაა შემცირებული.

ბირჟაზე არსებული ტენდენცია რიგი ეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული, პირველ რიგში, ამერიკაში საწარმოო ინდექსის მოცულობა მკვეთრად დაეცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის ეკონომიკა კრიტიკულ ნიშნულამდე ნელდება და შესაძლოა, ის რეცესიაშიც გადავიდეს.

გარდა ამისა, სწორედ დღეს ფედერალურმა რეზერვმა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ანალიტიკოსების პროგნოზით, რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით გაიზრდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ FED-ი ამით გაჩერდეს და მომდევნო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მიიღოს განაკვეთის გამკაცრების გადაწყვეტილება, რაც, რა თქმა უნდა, რეცესიულ რისკებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved